სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-05 - საინფორმაციო შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

საქართველოს მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით იწყებს პროექტის - „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ განხორციელებას. დღეს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) კოორდინატორებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში - მერაბ დანელიამ და გოგა ადამიამ, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წამომადგენლები დაესწრნენ. „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამას“, რომლის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა კონკურენტუნარიანი, მდგრადი და დივერსიფიცირებული მერძევეობის ინდუსტრიის განვითარების გზით, ,,სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო” განახორციელებს.

Facebook

2020-03-05 - მორიგი შეხვედრა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილ საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის მერმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სადეზინფექციო სამუშაოები 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში ჩატარდა. ამ დღეებში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ასევე, სახელოვნებო და სპორტულ სკოლებში, ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. სპეციალური ხსნარებით დამუშავდება საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა შენობა- ნაგებობები. სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც სკოლების მოსწავლეებს ემსახურებიან. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი საქართველოში კორონავირუსის პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე შექმნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში მერიის სამსახურების ხელმძღვანელები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალური ა(ა).ი.პ-ებისა და შპს-ების დირექტორები და წარმომადგენლები შედიან.
#StopCoV

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31