სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-04 - საბავშვო და ბაგა-ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

დღეიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ივე საბავშვო და ბაგა-ბაღში, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება. ამ წუთებში, შენობებს და არსებულ ინვენტარს სპეციალური ხსნარებით ამუშავებენ. სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ქალაქის პირველ, მეორე და მეექვსე საბავშვო ბაღებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, გაეცნენ. სამუშაოებს შპს ,,ჰიგია“ ახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოები, სააღმზრდელო პროცესის განახლებამდეც ჩატარდება. სკოლამდელი აღზრდის სექტორში სასწავლო პროცესი 16 მარტს განახლდება. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. დროებით სამუშაო ჯგუფში სახელმწიფო რწმუნებული, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები, რესურსცენტრის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შედიან. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

Facebook

2020-03-04 - შეხვედრა კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში

დღეს, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დარეჯან ზარანდია მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორთან ანა ჭიჭაღუასთან, ცენტრის ეპიდემიოლოგებთან - ლალი ავალიანთან, ნინო ოდიშარიასთან და შპს ,,პანაცეა+1“ დირექტორთან ირმა საჯაიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დირექტორებსა და წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალი რეკომენდაციები გაიცა. ამ ეტაპზე, სადეზინფექციო სამუშაოები ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დაწყებულია. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასწავლო პროცესი 2-დან 16 მარტამდე უკვე შეწყდა ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში. სასწავლო დაწესებულებებმა, პროფილაქტიკის მიზნით, უნდა ჩაატარონ სადეზინფექციო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31