სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-03 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

გაზაფხულის პირველ დღეებს დედის დღესასწაული განსაკუთრებით უხდება. დედა ხომ გაზაფხულივით - სამყაროში სიცოცხლის განახლების საზრისი, სიხარულის და ბედნიერების საწყისია.

ქართველისთვის დედა სიწმინდის, ერის ძლიერებისა და უკეთესი მერმისის სიმბოლოა, ამიტომაცაა, რომ მას, ჩვენს ქვეყანაში, ოდითგანვე განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ.

დღეს, ,,ქართვლის დედობის’’ ისტორიულ მისიას თქვენ აგრძელებთ, სიყვარულის დიდი უნარით გამორჩეულო, ჩვენო ძვირფასო დედებო.

დიდი მოწიწებითა და პატივისცემით გილოცავთ 3 მარტს - დედის დღეს, რომელიც ჩვენში უკვე 29 წელია აღინიშნება. ბედნიერ დედობას, შთამომომავალთა სიმრავლეს, მათ წარმატებულ და ღირსეულ მოქალაქეებად აღზრდას გისურვებთ.

ეს ლამაზი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო, ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ სამ მხცოვან ქალბატონს და მრავალშვილიანი ოჯახების დედებს, ვუსურვო მათ ჯანის სიმრთელე, დღეგრძელობა და ოჯახური კეთილდღეობა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31