სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
1
912
15161720
22242526
29 

2020-03-02 - ეროვნულ გმირს - გურამ გაბესკირიას 73 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული საქართველოს ეროვნულ გმირის, გურამ გაბისკირიას ხსოვნას. გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ კუპრეიშვილმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა. სოხუმის მერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრს, ჟიული შარტავას თანამებრძოლს, ჩვენს თანაქალაქელს, გურამ გაბესკირიას, დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა. ,,...არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ...“ - ეს იყო გურამ გაბისკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის, მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს... გმირული აღსასრულიდან 24 წლის შემდეგ, 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, გურამ გაბისკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 24 წლის შემდეგ, გურამ გაბისკირიას ნეშტი, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 პირთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული საქართველოს ეროვნულ გმირის, გურამ გაბისკირიას ხსოვნას. გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ კუპრეიშვილმა და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა გივი მისაბიშვილმა. სოხუმის მერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრს, ჟიული შარტავას თანამებრძოლს, ჩვენს თანაქალაქელს, გურამ გაბისკირიას, დღეს 73 წელი შუსრულდებოდა. ,,...არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ...“ - ეს იყო გურამ გაბისკირიას უკანასკნელი სიტყვები, როცა ის, მთავრობის დატყვევებულ წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად, პარლამენტის შენობიდან გამოიყვანეს და დაჩოქება უბრძანეს... გმირული აღსასრულიდან 24 წლის შემდეგ, 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის, გურამ გაბისკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 24 წლის შემდეგ, გურამ გაბისკირიას ნეშტი, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტების მიერ დახვრეტილ 25 პირთან ერთად, საქართველოში გადმოასვენეს და სამხედრო პატივით, ქართულ მიწას მიაბარეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31