სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-26 - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მორიგი წარმატება

ქალაქ ქუთაისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და FIND-ის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას - ,,C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი პირების დაკავშირება შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაზე“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, FIND-ის პროექტების ხელმძღვანელი საქართველოში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის წარმატებით განხორციელებისთვის, სამეგრელოს რეგიონიდან ორი მუნიციპალიტეტი - სენაკი და წალენჯიხა დაჯილდოვდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ანა ჭიჭაღუას მადლობის სიგელი გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა. მადლობის სიგელები ასევე გადაეცათ შპს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ ხელმძღვანელს, მურმან ბოჯგუასა და ოჯახის ექიმს თეა სახოკიას.

Facebook

2020-02-26 - სამუშაო შეხვედრა მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ კუპრეიშვილი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადგილობრივი თვითთმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გადაბაძემ, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თამარ თაქთაქიშვილმა და დიმიტრი მახათაძემ დეტალურად ისაუბრეს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტისა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო პროცედურების გამარტივებას ემსახურება და მას მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებოდნენ. კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნა ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა. ახალი კანონი მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული. სამუშაო შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31