სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-23 - უფასო სამედიცინო აქცია ნოსირისა და გეჯეთის მოსახლეობისთვის

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობისთვის, პროგრამის ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის” ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია გრძელდება. დღეს, ნოსირის საექიმო ამბულატორიაში, ნოსირისა და გეჯეთის მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდა. სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია გაეცნო. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სხვადასხვა პროფილის ექიმები - თერაპევტი, კარდიოლოგი, რადიოლოგი მონაწილეობენ. სამედიცინო აქცია გაგრძელდება და მუნიციპალიტეტის 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. პროგრამის ინიციატორებია - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება, მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31