სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-22 - უფასო სამედიცინო აქცია ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობისთვის

ამ წუთებში, ძველი სენაკის საექიმო ამბულატორიაში, პროგრამის ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის” ფარგლებში, ძველი სენაკისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები უტარდება. სამედიცინო აქციაში თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები: თერაპევტი - ზურაბ თუთარაშვილი, კარდიოლოგი - მანანა გიორგობიანი, ექოსკოპისტი/რადიოლოგი - ირინა მოდებაძე მონაწილეობენ. პაციენტებს, საჭიროების შესაბამისად, ლაბორატორიული და ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები უტარდებათ. სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნიკოლოზ შამათავა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სენაკის ფილიალის ხელმძღვანელი რომან ავალიანი გაეცნენ. აქცია ხვალაც გაგრძელდება. დილის 9 საათიდან, ნოსირის საექიმო ამბულატორიაში, ნოსირისა და გეჯეთის მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება. მსურველთა ტრანსორტირებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. სამედიცინო აქცია, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. პროგრამას, ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის”, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მათთვის, დახმარების სხვადასხვა სერვისებს მოიცავს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ. პროგრამის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31