სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-20 - განსახორციელებელი პროექტები დღეს ძველ სენაკში შეირჩა

დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებაზე შეირჩა. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: რეაბილიტირდება სოფელ კოტიანეთის საბავშვო ბაღი; სოფელ კოტიანეთის სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი და მილხიდი სოფელ ძველ სენაკში - განხორციელდება გარე განათების ქსელის სამუშაოები; კეთილმოეწყობა სოფელ ძველი სენაკის ცენტრი; სოფელ მეორე ნოსირის საბავშვო ბაღში ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები; სოფელ საჩიქობაოში - მოეწყობა გაბიონი და ორი მილხიდი; სოფელ ზედა სორტაში - მოეწყობა გარე განათების ქსელი; სოფელ ქვედა სორტაში - დასრულდება შლუზის მონტაჟი. მოსახლეობის საერთო კრებას ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრი, ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ხუხია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში ალექსანდრე ჯანჯღავა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ძველი სენაკის მაცხოვრებლები დაესწრნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულს 84 000 ლარი გამოეყო.
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook

2020-02-20 - საერთო კრება ნოქალაქევში

სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულიდან, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 12 ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი შაქრო კოკაია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში იგორ ბაღათურია, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ნოქალაქევის მცხოვრებლები დაესწრნენ. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: ლებაღათურიეს უბანში - მოეწყობა საავტომობილო ხიდი ჯიხას უბანში - რეაბილიტირდება სასაფლაომდე მისასვლელი გზა და მოეწყობა კიუვეტი გახომალას უბანში - მოეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონი ზემო ნოქალაქევის უბანში - მოიხრეშება საავტომობილო გზა ძიგიდერის უბანში - მოეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულს 60 000 ლარი გამოეყო.
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31