სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-19 - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სენაკში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს აქტიურად გაგრძელდება ძირეული ძვრები ეკონომიკური გაჯანსაღების, მასშტაბური პროექტების განხორციელების, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ყველა სეგმენტის წინსვლის თვალსაზრისით.

Facebook

2020-02-19 - უფასო სამედიცინო აქცია

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობისთვის, პროგრამის ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის” ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია იწყება.

22 თებერვალს, შაბათს, დილის 9 საათიდან, ძველი სენაკის საექიმო ამბულატორიაში, თანამედროვე სტანდარტების აპარატურით აღჭურვილი სხვადასხვა პროფილის ექიმები - თერაპევტი, კარდიოლოგი, რადიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევებით მოემსახურებიან ძველი სენაკისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას.

აქციის ფარგლებში, ჩატარდება ულტრასონოსკოპიური გამოკვლევები. მსურველთა ტრანსორტირებას უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.

23 თებერვალს, კვირას, დილის 9 საათიდან, ნოსირის საექიმო ამბულატორიაში, ნოსირისა და გეჯეთის მოსახლეობას უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება.

სამედიცინო აქცია, რომელიც პერმანენტულ ხასიათს ატარებს, სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

პროგრამას, ,,საქმიანობათა ცენტრი სენაკში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისთვის”, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების უფასო სამედიცინო მომსახურეობას და მათთვის, დახმარების სხვადასხვა სერვისებს მოიცავს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვრის საზოგადოება ახორციელებენ.

პროგრამის ინიციატორია სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და მხარდაჭერილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

Facebook

2020-02-19 - განსახორციელებელი პროექტები დღეს ეკში შეირჩა

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, გრძელდება. დღეს, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრი, ეკის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დავით ადამია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში იოსებ ელიავა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ეკის მაცხოვრებლები დაესწრნენ. კრებაზე არჩევანი შემდეგ განსახორციელებელ პროექტებზე გაკეთდა: საცხვიტაოსა და საშულაიოს უბნებში განხორციელდება წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. შემოკავდება ეკის საბავშვო ბაღის ეზო და რეაბილიტირდება შენობის კიბე. კეთილმოეწყობა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრში მდებარე სკვერი. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულს 42 000 ლარი გამოეყო. 
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook

2020-02-19 - საერთო კრება ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებაზე შეირჩა. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: სოფელ დიდ ხორშში - 250 გრძივ მეტრზე, ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. სოფელ ციზეთში - სასერგიოს უბანში, 70 გრძივ მეტრზე, მოეწყობა ბეტონის საფარი. სოფელ შუა ხორშში - საბავშვო ბაღის ოთახებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, 10 აღსაზრდელზე, განხორციელდება ავეჯისა და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენა. მოსახლეობის საერთო კრებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საკრებულოს წევრი, ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი ნუკრი მირგატია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში თენგიზ მატახერია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულს 64 000 ლარი გამოეყო. პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილია 738 000 ლარი. 
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31