სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-18 - თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისათვის

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, საქართველოს ფერმერ სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტმა ირინა ფხოველიშვილმა, პროექტის - ,,თანასწორუფლებიანი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა’’ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან, მერიის შესაბამისი სამსახურისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

პროექტი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად საოჯახო მეურნეობების შესახებ საზოგადოების აზრის განსაზღვრას, ფერმერული მეურნეობებისა და გარემოსდაცვის მიმართულებით, ფერმერი ქალებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.

Facebook

2020-02-18 - საერთო კრება ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, გრძელდება.
დღეს, საერთო კრება, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა. კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს წევრი, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი იურა ქორიძე, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში გოგა ქორიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაგეჯეთის მოსახლეობა დაესწრნენ.
 კონსულტაციებისა და მსჯელობის შედეგად, შერჩეულ იქნა შემდეგი განსახორციელებელი პროექტები:
სოფელ შუა ნოსირში - საბავშვო ბაღის შენობასა და მინი სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სოფელ შუა ნოსირში - საკილასონიოს, საოდიშარიოსა და საბესელიოს უბნებში, დამონტაჟდება გარე განათების სისტემები.
სოფელ ნოსირში - წყალსადენის სათაო ნაგებობასთან მოეწყობა ცხაური.
სოფელ ნოსირში - რეაბილიტირდება წყალსადენის მიმდებარე სპორტული მოედანი.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულს 68 000 ლარი გამოეყო.
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

2020-02-18 - განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გეჯეთში

დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებაზე შეირჩა.

მოსახლეობის საერთო კრებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს წევრი, გეჯეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი პაატა ჯიქიძე, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან კუპრეიშვილი,  შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და გეჯეთის მაცხოვრებლები დაესწრნენ.

განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

რეაბილიტირდება არსებული მინი სპორტული მოედანი.

გეჯეთი-წყემის საავტომობილო გზაზე და მეურნეობის უბანში, დამონტაჟდება გარე განათების სისტემები.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულს 16 000 ლარი გამოეყო.

პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.


#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31