სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-17 - ზანის მოსახლეობა განსახორციელებელ პროექტებს ირჩევს

დღეს, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებაზე შეირჩა. მოსახლეობის საერთო კრებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს წევრი, ზანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი ზურაბ აფაქიძე, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში დავით საჯაია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ზანის მაცხოვრებლები დაესწრნენ. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: ზანის საბავშვო ბაღის შენობას საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები და შიდა კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება. სოფელ ეწერში - მილხიდის რეაბილიტაცია და გაბიონის მოწყობითი სამუშაოები განხორციელდება. საესებუოს უბანში - საავტომობილო გზაზე, ორ ადგილას, მოეწყობა მილხიდები და არსებულ მილხიდზე სათავისის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. სოფელ საშურღაიოში - საავტომობილო გზაზე არსებულ ბოძებზე, გარე განათების ქსელი დამონტაჟდება. სოფელ სატყებუჩაოში - 4 ადგილას მილხიდის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება. ერთ მილხიდზე მოეწყობა სათავისები. სოფელ სატყებუჩაოში - საავტომობილო გზაზე, გარე განათების სისტემა დამონტაჟდება. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულს 54 000 ლარი გამოეყო. პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი პროექტებისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook
 

2020-02-17 - ,,შშმ პირთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში’’

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაცია ,,ჰანგის’’ წარმომადგენლებმა, პროექტის ,,შშმ პირთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარების პროცესში’’ ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. 2020 წლის იანვრიდან დაწყებული პროექტის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა თვითდასაქმების წახალისებით, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ასოციაცია ,,ჰანგის’’ ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა, ასოციაცია ,,ჰანგის’’, მერიის შესაბამისი სამსახურის, ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლაზარეს’’ წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ შშმ პირებს და მათ სრულუფლებიან წარმომადგენლებს. პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდება: ბიზნეს საქმიანობით დაინტერესებული 90 ბენეფიციარი გაივლის ტრენინგ-სემინარს ბიზნეს პროექტის წერაში და გაეწევა უფასო ბიზნეს კონსულტაცია; გამოცხადდება ბიზნეს კონკურსი და თითოეულ მუნიციპალიტეტზე 9 ბიზნეს გრანტი გაიცემა. ერთ პროექტზე გათვალისწინებულია 8000 ლარი; გრანტის მიმღები ბენეფიციარები დარგობრივ ტრენინგებს გაივლიან და ექნებათ ბიზნესის განვითარების სტრატეგიული გეგმები; გრანტის მიმღებ მეწარმეებთან ერთად, დაფუძნდება ასოციაცია, რომლის მიზანი იქნება წარმოების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, შვეიცარიის და ავსტრიის მთავრობების დაფინანსებით.

Facebook

2020-02-17 - პროექტების შერჩევა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულიდან, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია. დღეს, საერთო კრებაზე, რომელიც ამჯერად უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები განიხილეს და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები: ადმინისტრაციული ერთეულის ამბულატორიაში, სკოლასა და საბავშვო ბაღში, 2 კმ-ის მანძილიდან განხორციელდება ტექნიკური წყლის მიყვანა. უშაფათის საბავშვო ბაღის ოთახებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება. კეთილმოეწყობა სკოლის მიმდებარე ტერიტორია და განხორციელდება სათიბი აპარატის შეძენა. პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს წევრი, უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი ლევან გაბელია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა სორდია, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და უშაფათის მოსახლეობა ესწრებოდნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულს 32 000 ლარი გამოეყო.
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31