სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-14 - საერთო კრება თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან საერთო კრებები/კონსულტაციები გრძელდება. დღეს, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებაზე განხილულ იქნა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები: თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თეკლათში, ასფალტო-ბეტონის საფარით, რეაბილიტირდება სასაფალომდე მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება მოხრეშვითი სამუშაოები. სოფელ თეკლათში - განხორციელდება თეკლათი-ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები. თეკლათის საბავშვო ბაღში დასრულდება ცენტრალური გათბობის სისტემა მონტაჟი. სოფელ გოლასკურში, საავტომობილო გზაზე ცხაური მოეწყობა. საგვარამიოს უბანში, რეაბილიტირდება კეცხოველის ქუჩაზე არსებულ ხიდი და მოეწყობა ხიდ-ბოგირი. დღეს, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს წევრი, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულის მაჟორიტარი მაია ადამია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში ლაშა გრიგოლია, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, თეკლათის მცხოვრებლები ესწრებოდნენ. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულს 72 000 ლარი გამოეყო.
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სოფლისმხარდაჭერა
#სენაკი2020

Facebook

2020-02-14 - საერთო კრება ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულიდან, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, სამ ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე შერჩეულია. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ზაზა ნაჭყებია, საკრებულოს წევრი, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ელისო ცაგურია, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი დალი შონია, მერის წარმომადგენელი ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი რუსია, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ზემო ჭალადიდის მცხოვრებლები დაესწრნენ. განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მუხურში დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. კეთილმოეწყობა სოფელ მუხურის ცენტრი. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების განსახორციელებლად, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულს 32 000 ლარი გამოეყო.

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31