სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2526272829

2020-02-12 - შეხვედრა ადგილობრივ მეწარმესთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებთნ ერთად, ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ ფარგლებში მოწყობილი ზუთხის სანაშენე მეურნეობა დაათვალიერეს და მეწარმეს, ნოდარ ხარჩილავას შეხვდნენ. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მეურნეობა სამი თვეა ფუნქციონირებს. მეურნეობაში განთავსებულია 16 აუზი, სადაც ამ ეტაპზე, ოთხი სხვადასხვა სახეობის ზუთხის ჯიშის გამოყვანაა შესაძლებელი, რომელიც სარეალიზაციოდ გავა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. ზუთხის სანაშენე მეურნეობა მნიშვნელოვანი სეგმენტია რეგიონში თევზის ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის. სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა - „ახალგაზრდა მეწარმე“-ს მიზანია სოფლად დასაქმების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარი სტარტაპის ღირებულების 40%-ს მთავრობისგან გრანტის სახით იღებენ. პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ დონორი ორგანიზაციის, დანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით ხორციელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31