სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
238
9101115
1621
2829

2020-02-06 - შეხვედრა პროგრამის ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” ფარგლებში

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, საგანმანათლებლო პროგრამის - ,,დაიწყე და განავითარე შენი ბიზნესი” ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, სადაც დამსწრეთ ტრენინგ-კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ კუპრეიშვილი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სენაკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამათავრობო სექტორის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ. საგანმანათლებლო პროგრამას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან, სააგენტო ,,აწარმოე საქართველოსთან", საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან პარტნიორობით ახორციელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31