სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-31 - სენაკში წმ. ალექსი ბერის ხსენების დღე აღინიშნა

დღეს, სენაკში, მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარში მოღვაწე წმ. ალექსი ბერის (შუშანია) ხსენების დღე აღინიშნება. სადღესასწაულო წირვას წმინდა ბერის დაარსებულ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანეში, მრევლთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი დაესწრნენ. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 1995 წელს, ალექსი ბერი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ წმინდანის აღსრულების თარიღი - 31 იანვარი დააწესა.

Facebook

2020-01-31 - მოქალაქეთა მორიგი მიღება სენაკის მერიაში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. ადგილობრივებმა ლევან კუპრეიშვილს თავიანთი პრობლემები გააცნეს, რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმების და სხვა მათთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა. მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეების პრობლემებს გაეცნო და კომპეტენციის ფარგლებში, საკითხების გადაჭრა შესაბამის სამსახურებს დაავალა. ,,სენაკში მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემების დროული და ეფექტური გადაწყვეტა ადგილობრივი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია” - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31