სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-30 - ალექსობისადმი მიძღვნილი საღამო სენაკში

დღეს, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, წმინდა ალექსი სენაკელის (შუშანია) ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი მხატვრულ-მუსიკალური საღამო გაიმართა. ხელოვნების ცენტრის სამუსიკო და სამხატვრო სკოლების, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, თვითმმართველობისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელიც ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარიმართა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს წმინდა ბერის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები, შესრულდა კლასიკური ნაწარმოებები და საგალობლები.

Facebook

2020-01-30 - შეხვედრა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე

დღეს, ჟიული შარტავას სახელობის მერიის სხდომათა დარბაზში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ და მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორის მოადგილემ ნათია გვენეტაძემ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ძირითად ასპექტებზე, ამ მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე, ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაციისთვის მიმდინარე პროექტის შედეგებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პირველი მასშტაბური პროექტი - ,,დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში“, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

Facebook

2020-01-30 - სენაკელი ვალენტინა სიმონია 100 წლის გახდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ უხუცეს, მრავალშვილიან ქალბატონს ვალენტინა სიმონიას 100 წელი შეუსრულდა. საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, მერის წარმომადგენელმა ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში რიმა ბოჯგუამ მიულოცეს. დღეიდან, ვალენტინა სიმონია მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ღონისძიებების პროგრამის ,,100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა დახმარება“ ფარგლებში, კვარტალურად 300 ლარს მიიღებს. დღეის მდგომარეობით, სენაკის მუნიციპალიტეტში 100 წელს გადაცილებული 3 მოქალაქე ცხოვრობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31