სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-29 - ალექსობა სენაკში

30 იანვარი. 13:00 საათი - წმინდა ბერის ცხოვრებისა და მოღვაწობისადმი მიძღვნილი საღამო - მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი

31 იანვარი. 10:00 საათი - სადღესასწაულო წირვა, ღირსი მამის ხსენების დღესთან დაკავშირებით - მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი

#ალექსობასენაკში

Facebook

2020-01-29 - ბაღ ,,ოცნების“ სრული რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია

ქალაქ სენაკში, პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში, ყოფილი სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღ ,,ოცნების“ სრული რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორს ვინსენტ დონტოსა და დასავლეთ საქართველოს სამხარეო მენეჯერს მზევი ჯოჯუას შეხვდა. სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერი საბავშვო ბაღ ,,ოცნებაში“ შესრულებულ და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობის გაფართოების, გადახურვის, სველი წერტილების, სააღმზრდელო ოთახების, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის, ეზოს კეთილმოწყობისა და სხვა სამუშაოების განხორციელება, რომლის დასრულების შემდეგ, აღსაზრდელებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი მოემსახურება. დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე მდებარე საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტს გერმანიის მთავრობა აფინანსებს და ლტოლვილთა დანიის საბჭო(DRC) ახორციელებს. 2020 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტში, ასევე დაგეგმილია მესამე, მეოთხე, მეხუთე ბაგა-ბაღების, ღვინჯილიას ქუჩაზე, ახალი სააღმზრდელო დაწესებულებისა და ლეძაძამეს საბავშვო ბაღის მშენებლობა, პირველი, მეორე და მეექვსე ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია.

#განახლებულიგარემობავშვებს
#ჩვენვზრუნავთმომავალთაობაზე
#სენაკი2020

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31