სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-24 - სკოლამდელი აღზრდის სექტორში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

ზამთრის არდადეგების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სააღმზრდელო პროცესი დღეს განახლდა. სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და სკოლამდელი აღზრდის სექტორში არსებულ მდგომარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად გაეცნო. სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, მუნიციპალიტეტის 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღში, სადაც 1310 აღსაზრდელია რეგისტრირებული, ჩატარდა სადეზინფექციო და სადერატიზაციო სამუშაოები. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება უზრუნველყოფილ იქნა საჭირო კვების პროდუქტით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ, საბავშვო და ბაგა-ბაღებს სათამაშოები, ღუმელები, საოჯარო ტექნიკა, სხვადასხვა სახის საჭირო საყოფაცხოვრებო ინვენტარი გადასცა. მუნიციპალიტეტის მერიამ, აღნიშნული ინვენტარის შესაძენად, 20 113 ლარი გამოყო. საბავშვო და ბაღებში, აღსაზრდელთათვის, ყველა სათანადო პირობაა შექმნილი.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31