სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-17 - მოქალაქეთა მორიგი მიღება მუნიციპალიტეტის მერთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან ერთად, მოქალაქეთა მორიგი მიღება გამართა. ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის მერს თავიანთი პრობლემები გააცნეს, რაც ძირითადად, სოციალურ, ჯანდაცვის, დასაქმების და სხვა მათთვის საჭირბოროტო საკითხებს ეხებოდა. მოქალაქეთა მიღება რეგულარულ ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ხდება არაერთი პრობლემის განხილვა და გადაწყვეტა. მსგავსი ხასიათის შეხვედრები მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას და პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას უზრუნველყოფს. შეხვედრის დასასრულს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, აღნიშნა: ,,ჩვენ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ დროულად და ეფექტურად გადავწყვიტოთ ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი პრობლემები. ჩემი მიზანია ვიზრუნო თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის.“

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31