სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-14 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

14 იანვარი - კალანდის ულამაზესი ტრადიციებით, მომავლის იმედებითა და სიყვარულით აღსავსე დღესასწაულია.

გილოცავთ და ბედნიერების, სიუხვის, მშვიდობის, შთამომავალთა სიმრავლის, ჩვენი ქვეყნის ყოველმხრივი აღმავლობის, გამთლიანებისა და წინსვლის წელიწადს გისურვებთ.

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს - ქართული სახელმწიფო დროშის დღეს აღვნიშნავთ, რაც ჩვენი ეროვნული ღირსების სიმბოლოა.

გილოცავთ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეს.

ჩვენს საამაყო თეატრალებს და, მათ შორის, ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ დასს, განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ქართული თეატრის დღე და სულ მალე, ჩვენს გამორჩეულ, ახლადრეაბილიტირებულ აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, მინდა მათ ვუსურვო სენაკის მდიდარი თეატრალური ტრადიციების ღირსეული გაგრძელება და ახალი წარმატებები.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2020-01-14 - სახელმწიფო დროშის დღე სენაკში

14 იანვარს, ქვეყნის ეროვნული დღესასწაულის - სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნას სენაკის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. დილიდან, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და სხვადასხვა ლოკაციებზე ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი სიმბოლო - საქართველოს დროშა საზეიმოდ აღიმართა.

#სახელმწიფოდროშისდღესენაკში

Facebook

2020-01-14 - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით"

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტთან მარინე კვარჭაიასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლებს - თინათინ ტყეშელაშვილს, ოთარ კონჯარიასა და გვანცა ირემაშვილს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული პროექტის - ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით’’ - განხორციელების ეტაპები, რაც ითვალისწინებს ნოქალაქევში, მდ. ტეხურის ხეობაში, რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის სათავგადასავლო და დასასვენებელი ატრაქციების მოწყობას, რაც მუნიციპალიტეტში, ტურიზმის განვითარების ერთერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი გახდება. აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, გამარჯვება მოიპოვა UNDP - გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში, პროექტის - რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში (FRLD) - ფაზა 2 - ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში. პროექტი ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობებისგან.

#ტურიზმისგანვითარებასენაკში
#ტურიზმი_მნიშვნელოვანისეგმენტი

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31