სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
19202122232425
262728293031 

2020-01-09 - ტრადიციული საშობაო წარმოდგენა მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ, ტრადიციულად, 9 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაული უკვე მეთერთმეტედ, შთამბეჭდავად აღნიშნა. ამჯერად, მაყურებელს ვიქტორ დოლიძის უკვდავი ,,ქეთო და კოტე“ შესთავაზა. თითქმის საუკუნეა პირველი ქართული კომიკური ოპერა აქტუალურობას არ კარგავს. მიუზიკლში, სცენარის ავტორმა მზია ჩემიამ, არანჟირებისა და მუსიკალური გაფორმების ავტორმა შორენა გრიგოლიამ, ქართული გალობისა და ფოლკლორის გუნდის ხელმძღვანელმა დიმიტრი კაკულიამ და ქორეოგრაფმა ვალერი დემურიამ, ფოლკლორისა და ქალაქური მუსიკის ელემენტები სკოლის ტრადიციებთან შეაზავეს და სტუმრებს ახალი, საინტერესო ინტერპრეტაცია შესთავაზეს. საშობაო წარმოდგენის მონაწილეებმა - სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა, მიუზიკლისთვის დამახასიათებელი ხალისიანი ატმოსფერო შექმნეს. მთხრობელებმა - გიორგი გეგენავამ, დავით ნინუამ და გურამ კილასონიამ, მაყურებელს დაუვიწყარ მუსიკალურ თავგადასავალზე მოუთხრეს. მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გააცოცხლეს საყვარელი გმირები: ქეთო - ანანო კალანდარიშვილმა, კოტე - ზურაბ წულეისკირმა, თავადი ლევანი - ლუკა ნაკაშიამ, მაკარი - გიგი გუგუნავამ, თეკლა - ელენე ნაკაშიამ, ბაბუსი - სიდონია ჭანტურიამ. სახასიათო სახე შექმნა ხანუმას როლის შემსრულებელმა ნინო ძიგუამ. დოლიძის სპექტაკლში, არტისტიზმითა და შესრულების მანერით გამოირჩეოდნენ მაკარის ნოქრების, სიკოს და საქოს პერსონაჟები - ალექსი ვახანია და სერგი გოროზია. სპექტაკლს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მიუზიკლის დასრულების შემდეგ,ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანემ (გამრეკელი), სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა ნინო ჯანჯღავამ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, მონაწილეებს და მათ ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31