სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
1920212225
262728 

2020-01-08 - სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება

2020 წლიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი გრძელდება.

უახლოეს პერიოდში დაიწყება მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი შემდეგ ობიექტებზე:
ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის სასიმონიოს უბანში - საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 231 824 ლარი
ახალსოფლის ადმინისტრაცულ ერთეულში, საჟვანიოს უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 200 933 ლარი
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ რეკადან სოფელ ბათარიის მიმართულებით, ასფალტის საფარის მოწყობა, ღირებულებით - 155 086 ლარი
გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წყემის მიმართულებით, ასფალტის საფარის მოწყობა, ღირებულებით - 135 880 ლარი
ძველი სენაკის ადამინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კოტიანეთისა და ზემო კოტიანეთის საავტომობილო გზის ასფალტირება, ღირებულებით - 115 247 ლარი
ძველი სენაკის ადამინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კოტიანეთის სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ხიდბოგირის მოწყობა, ღირებულებით - 114 650 ლარი

2020-01-08 - გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების კეთილმოწყობისა და საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გრძელდება მრავალბინიანი კორპუსების კეთილმოწყობისა და საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შესყიდვის ობიექტის დასახელება:
აკაკი ელიავას ქუჩის 21-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის კეთილმოწყობის სამუშაოები
თეფანიას ქუჩაზე, საავტომობილო გზის ასფალტირება და საყრდენი კედლის მოწყობა
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სადავითაიოს უბანში, გზის ჩაქცეულ ნაწილში - გაბიონის მოწყობა
ჭავჭავაძის ქუჩის 35-ში მდებარე, რვასართულიანი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია

ჯამური სატენდერო ღირებულებაა 209 427 ლარი.

იხილეთ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=334356&lang=ge

#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2020

Facebook

2020-01-08 - 2020 - სიახლეებით, მრავალი სასიკეთო პროექტის განხორციელებით, ახალი შესაძლებლობლობებით გამორჩეული წელი იქნება

2020 - სიახლეებით, მრავალი სასიკეთო პროექტის განხორციელებით, ახალი შესაძლებლობლობებით გამორჩეული წელი იქნება.

2020 წელს დაგეგმილი იმ ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელებისთვის თანხები უკვე გამოყოფილია:

ქუთაისის ქუჩაზე - ცოტნე დადიანის ქუჩიდან თეკლათის დედათა მონასტრის მიმართულებით, საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ორმულის შეკეთება, ღირებულებით - 315 967 ლარი
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასირიოს უბანში, წყალსადენის სათაო ნაგებობის გასწვრივ, ასფალტის საფარის მოწყობა - ღირებულებით, 203 302 ლარი
ქუთაისის ქუჩის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 122 871 ლარი
შონიას ქუჩის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 146 988 ლარი
ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 187 442 ლარი
ყოფილ სამხედრო ქალაქში, დევნილთა დასახლებაში ეზოების კეთილმოწყობა და გზის ასფალტირება, ღირებულებით - 155 557 ლარი
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ ბათარიაში, მაშავების უბნის გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 147 589 ლარი
არჩაიას ქუჩის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 60 484 ლარი
სილოვან შამათავას ჩიხის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 130 501 ლარი
ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 92 934 ლარი
იუსტიციის სახლის მიმდებარედ, სკვერისა და საკალათბურთო მოედნის მოწყობა, ღირებულებით - 211 648 ლარი
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ხიდთან და თერმულ წყლებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია, ღირებულებით - 378 492 ლარი
ახალგაზრდობის ხეივნის რეაბილიტაცია - რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე, ღირებულებით - 150 697 ლარი
კალანდარიშვილოს სასაფლაოს შიდა გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 108 823 ლარი
იგორ ნარმანიას ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 95 007 ლარი
აკაკი ელიავას ორივე ჩიხის რეაბილიტაცია, ხორავას ქუჩის გასწვრივ - ტროტუარის მოწყობა, ღირებულებით - 56 563 ლარი
ფალიაშვილის და კანკავას ქუჩების დამაკავშირებელი 100 საფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 129 332 ლარი
სტალინის ქუჩაზე - შხეფის სასაფლაოს მიმდებარედ, მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინ, ტროტუარის მოწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, ღირებულებით - 121 217 ლარი

 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31