სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
19202122232425
262728293031 

2020-01-07 - საშობაო ალილო სენაკში

სენაკში, შობის მახარობლებმა, მოსახლეობას მაცხოვრის შობა გალობით ახარეს.

სასულიერო პირების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ,,ალილოს” მრევლის მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრების, შობის ხატისა და დროშების თანხლებით, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, სახვითი ხელოვნების გალერეასთან დასრულდა.

ტრადიციულ მსვლელობაში მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

საშობაო ალილოზე შეგროვებული ნობათი მზრუნველობამოკლებულ მოხუცებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცემათ.

ალილოს ტრადიცია საქართველოში V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტრადიცია 2000 წლიდან აღდგა.

ქრისტეშობის სადღესასწაულო მსახურება ეკლესიებსა და მონასტრებში, შობის ღამეს, ყველა სარკმელთან დანთებული სანთელი - მაცხოვრის დაბადების სიმბოლო - უწმინდესის კურთხევაა და მისი მეოხებით აღდგენილი ტრადიცია.

Facebook

2020-01-07 - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31