სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 13
51011
12151618
19202122232425
262728293031 

2020-01-02 - საახალწლო ნობათები მედიკოსებსა და მეხანძრე-მაშველებს

 
 
2020 წლის მეორე დღე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახურის პერსონალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებთან სტუმრობით დაიწყო.

„უდიდეს მადლიერებას და პატივისცემას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება 24 საათიან რეჟიმში უწევთ. ასევე, მათ მიმართ, ვინც ამ წუთებშიც ქვეყნის სამსახურში, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგანან. მათ, ხშირად, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება საკუთარი სიცოცხლის ფასად უწევთ. მინდა თითოეულ მათგანს მადლობა ვუთხრა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დგომისთვის და ბედნიერება, სიმშვიდე, სიუხვე ვუსურვო“ - აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახურის პერსონალსა და სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს, საახალწლო ნობათი გადასცა და წარმატებული 2020 წელი უსურვა.

Facebook

2020-01-02 - 2020 წლის პირველი ახალშობილი სენაკში

2020 წლის პირველი ახალშობილი სენაკში, კლინიკა ,,სენა-მედში“, გამთენიისას, 06:00 საათზე დაიბადა. ქვეყანას გოგონა მოევლინა.

ახალი წლის ღამეს, კლინიკაში კიდევ 3 პატარა გაჩნდა - ერთი ვაჟი და ორი გოგონა.

2020 წლის ღამეს დაბადებული პატარები და მათი დედიკოები თავს კარგად გრძნობენ.


ძეთა და ასულთა სიმრავლე, სიუხვე, სიყვარული, ზღაპრული სიახლეები, უფლის წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31