სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81114
151718192021
22262728
29 

2019-12-10 - შეხვედრა მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მყარი ნარჩენების მართვის მხრივ მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის თემაზე შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც PMCG-ს უფროსი კონსულტანტი ვანო თავაძე უძღვებოდა, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომაზე, მუნიციპალური ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31