სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
13567
81114
151718192021
22262728
29 

2019-12-04 - განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში სტუმრობა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მომსახურების განყოფილების უფროსთან კოტე ბასარიასთან ერთად, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრ ,,ლაზარეს“ ესტუმრა. მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრს საოჯახო ტექნიკა - გაზქურა, გამწოვი, გაზის გამათბობელი, ტელევიზორი შეუძინა და ბინის ქირავნობის ხარჯები აუნაზღაურა. მერიამ, აღნიშნული ტექნიკის შესაძენად, 2 000 ლარი გამოყო. ფართით სარგებლობისთვის გაწეულმა ხარჯმა კი 4 000 ლარი შეადგინა. განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში ,,ლაზარე“, რომლის მიზანია თავისი საქმიანობით საზოგადოებას დაანახოს, რომ შეზღუდული უნარები არ არსებობს და მათი აღსაზრდელები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, ბენეფიციარებს მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურება მათი შესაძლებლობების, ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით შემუშავებული გეგმის მიხედვით. სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დაარსებიდან დღემდე, აქტიურად თანამშრომლობს ცენტრთან და მხარდაჭერას უცხადებს მას ამ უნიშვნელოვანესი მისიის განხორციელებაში.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31