სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-15 - შეხვედრა ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის'' ფარგლებში

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიიის სხდომათა დარბაზში, ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის’’ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების უფლებამოსილების გაზრდის თემაზე, სამუშაო შეხვედრა გამართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოწვეულმა ექსპერტმა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა პაატა ტურავამ. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი’’ ადგენს საკანონმდებლო საფუძვლებს, დაცვის საშუალებებსა და გარანტიებს ბავშვის უფლებების, თავისუფლებებისა და ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციისთვის. კოდექსი შემუშავდა, როგორც სახელმძღვანელო სამართლებრივი აქტი ყველა სახელმწიფო ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის. კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით, მუნიციპალიტეტში განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გაიმართა კონსულტაციები და დაიგეგმა სამომავლო პერსპექტივები.

Facebook

2019-11-15 - ,,ღია შეხვედრების" დროს წამოჭრილი პრობლემა მოგვარებულია

სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან ,,ღია შეხვედრის“ დროს წამოჭრილი პრობლემა - სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დაშრობითი და სამელიორაციო სამუშაოების დროული განხორციელება - გადაჭრილია. 
დღეს, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, საქართველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსთან თემურ გაბელიასთან, რიონი-ხობის სერვის-ცენტრის უფროსთან მამუკა გვასალიასთან და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური დაშრობითი და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტები ხორციელდება:
გოლასკურის უბანში, 2 690 გრძივ მეტრზე, მიმდინარეობს არხის გაწმენდითი სამუშაოები - ღირებულებით 15 160 ლარი.
ამავე უბანში, მეცხოველეობის ფერმის მიმდებარედ, ასევე მიმდინარეობს 2,6 კმ არხის ამოწმენდითი სამუშაოები - ღირებულებით 15 398 ლარი.
გოლასკურის უბანში, გაიწმინდა არხი 3 605 გრძივ მეტრზე. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 15 160 ლარი შეადგინა.
სოფლის ზედა მხარეს, 300 ჰექტარ ფართობზე, 2 კმ. სიგრძის არხს, ჩაუტარდა გაწმენდითი სამუშაოები - ღირებულებით 16 267 ლარი. 

რკინიგზის მიმდებარედ, ამოიწმინდა 2 კილომეტრი სიგრძის არხი - ღირებულებით 9 360 ლარი.
ამ ეტაპზე, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, 13 ჰექტარზე, მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები - ღირებულებით 13 300 ლარი.
დაშრობითი და სამელიორაციო სამუშაოები ჩატარდა:
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში - 204 ჰექტარზე, ღირებულებით - 57 000 ლარი
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში - 108 ჰექტარზე, ღირებულებით - 50 000 ლარი
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში - 13 ჰექტარზე, ღირებულებით - 8 900 ლარი.
მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 545 ლარის სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები განხორციელდა.
შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღმოიფხვრა. 

#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

2019-11-15 - ელექტროტექნიკისა და ინვენტარის განახლების პროცესი ბაღებში

რამდენიმე დღეა, რაც სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებში ელექტროტექნიკისა და ინვენტარის განახლების პროცესი მიმდინარეობს. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, ქალაქის მეორე და მეექვსე ბაგა-ბაღებსა და თეკლათის საბავშვო ბაღს მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით შეძენილი ტექნიკა გადასცა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებამ გაზქურები, ტელევიზორები და საყინულე მაცივრები ასევე გადასცა ნოსირის, ჭალადიდისა და ხორშის საბავშვო ბაღებს. მუნიციპალიტეტის მერიამ, აღნიშნული ინვენტარის შესაძენად, ქალაქის ორი და ადმინისტრაციული ერთეულის სამი საბავშვო ბაღისთვის, 4 771 ლარი გამოყო. მწყობრიდან გასული ფანჯრები ახლით შეიცვალა ქალაქის მეორე და მესამე ბაგა-ბაღებში, რისთვისაც 4 763 ლარი დაიხარჯა. უახლოეს დღეებში, გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში, საბავშვო სკამები, სათამაშოებისა და ტანსაცმლის კარადები და სხვა საჭირო ინვენტარი განახლდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31