სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-14 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 19-ივე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია. ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 54 000 ლარი გამოიყო:
სოფელ ზანის უბანში - ხიდბოგირის ზედაპირის მოპირკეთება
სოფელ ზანის უბანში - საბავშვო ბაღის ფასადის რეაბილიტაცია
სოფელ ზანის უბანში - რკინა-ბეტონის მილის მოწყობა
სოფელ ზანის უბანში - ცხაურების მოწყობა
სოფლის ცენტრში - ეკლესიის გალავნის რეაბილიტაცია
სოფლისთვის - სათიბის შეძენა
სანაჭყებიოს და სახარებაოს უბნებში - შიდა საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტების ამოწმენდა
საჩხეიძეების უბანში - რკინა-ბეტონის მილის მოწყობა სათავისებით
ეწერის უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
საესებუოს უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, ხიდბოგირის მოწყობა და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
საშურღაიოს უბანში - გარე განათების ქსელის მოწყობა
საშურღაიოს უბანში - სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სოფლის მინი სპორტული სტადიონის შემოღობვის რეაბილიტაცია
სატყებუჩაოს უბანში - გარე განათების ქსელის მოწყობა
სატყებუჩაოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სატყებუჩაოს უბნისთვის - შემოსაღობი მასალის შეძენა
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის 14-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში 193 პროექტი ხორციელდება, რისთვისაც 738 000 ლარია გამოყოფილი.

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019

Facebook

2019-11-14 - შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სამუშაო დღე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. სამუშაო შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ რამაზ კუპრეიშვილთან და ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, მოისმინა და დეტალურად განიხილა არსებული პრობლემატიკა. თათბირზე საუბარი ასევე შეეხო ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობის საკითხებს.

Facebook

2019-11-14 - შემოდგომის დღესასწაული მეექვსე ბაგა-ბაღში

ბარაქიანი ჟამის დოვლათით, პატარა-გოგო ბიჭების ბავშვური გულუბრყვილობით წარმოთქმული ლექსებით, სახალისო სიმღერებით და ცეკვებით - ქარვისფერი შემოდგომა გაცოცხლდა დღეს, სენაკის მეექვსე ბაგა-ბაღის (გამგე ნინო კორშია-ბაღათურია) საგანგებოდ მოწყობილ ეზოში. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლამდელი სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მეექვსე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა, პედაგოგებთან ერთად, წარმოდგენილი კომპოზიციით მოწვეული სტუმრების გულწრფელი ოვაციები დაიმსახურეს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31