სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-13 - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სენაკში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკი ხასიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის დასრულებული სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. უახლოეს დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა ოფიციალურად გაიხსნება. სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურში, ყველა პირობაა შექმნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისა და დასაქმებულთა სრულფასოვანი მუშაობისთვის. ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

#განახლებულიინფრასტრუქტურა
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31