სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-12 - ენერგო-პრო ჯორჯია

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ნოემბერს,14:00-დან 16:00 საათამდე, ქალაქ სენაკში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

რუსთაველის, ჭავჭვაძის, აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას.

სამუშაოების დასრულებისთანვე, აბონენტთა ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

 

Facebook

 

2019-11-12 - ,,შემოდგომის ფესტივალი“ სენაკის მეორე ბაგა-ბაღში

დღეს, კვირეულის ,,შემოდგომის ფესტივალი“ ფარგლებში, სენაკის მეორე ბაგა-ბაღში (გამგე ქეთევან ბერაია) სანახაობრივად მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. საგანგებოდ და ნაირფერად მორთულ ეზოში, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირშესანიშნაობა და შემოდგომის ნობათი იყო გამოფენილი, პატარებმა აღმზრდელებთან ერთად, ქარვისფერ და ბარაქიან შემოდგომას თემატური მხატვრული კომპოზიცია მიუძღვნეს. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ალექსანდრე ჯანჯღავა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,შემოდგომის ფესტივალი“ მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო და ბაგა-ბაღს მოიცავს. 

#შემოდგომაბაღებში
#შემოდგომისზეიმი

Facebook

2019-11-12 - შეხვედრა ნორჩ ინტელექტუალთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის წარმატებულ მოსწავლეს, ინტელექტუალურ პაექრობაში გამარჯვებულ ამირან გოგიას სკოლის დირექტორის მოადგილე თეა ფუტკარაიასთან და ღონისძიების ორგანიზატორ, პედაგოგ გულნარა ბარკალაიასთან ერთად შეხვდნენ. ამირანი 10 წლისაა. ის საქართველოს ეროვნული გმირის სახელობის სკოლის მეხუთე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ამიკო მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ყმაწვილია. მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, მეორე საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში, ნორჩ ინტელექტუალთა გუნდის ,,ნოუ ჰაუ“ კაპიტანი ამირან გოგია ,,წლის ინტელექტუალი“ გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, მანვე მოიპოვა ტიტულები - ,,მაყურებლის სიმპათია“ და ,,ჟიურის რჩეული.” მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებულ მოსწავლეს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა, ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა და შემდგომი წინსვლა უსურვა.

#მომავალიგანათლებაშია

Facebook

2019-11-12 - შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგებთან

დღეს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, ღვაწლმოსილ პედაგოგს, თაობათა მოძღვარს, ომიანა(ნუნუ) გურჩიანს 76 წელი შეუსრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან გივი მისაბიშვილთან ერთად, იუბილარ პედაგოგს ესტუმრა და პროფესიულ დღესასწაულზე დაანონსებული, საპატიო სენაკელის სიგელი და მედალი გადასცა. ლევან კუპრეიშვილმა სენაკის საპატიო მოქალაქის სიგელი და მედალი თაობათა აღმზრდელ, დამსახურებულ მასწავლებლებს - ლამარა ლაზარიასა და ნორა გადელიასაც გადასცა. მუნიციპალიტეტის მერმა, ამაგდარ პედაგოგებს, ხანგრძლივი შემოქმედებითი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა, ჯანის სიმრთელე და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31