სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 1
39
1016
171923
242930

2019-11-11 - აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეკონსტრუქცია

2019-11-11 - სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია.
წლების შემდეგ, მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის სამუშაოები პირველად ხორცილდება, რაც თავიდან აგვაცილებს დატბორვის საშიშროებებს და სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზიანს.
ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სტიქიის შემდეგ ობიექტებზე:
ქ. სენაკში - აკაკი ელიავას ქუჩის 164-დან ცენტრალურ კოლექტორამდე გამავალ სანიაღვრე არხზე , 35 მეტრ მანძილზე, ეწყობა მილი და ხორციელდება არსებული ჯებირის 70 სმ-ით ამაღლება
ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში -მიმდინარეობს მდინარე ,,სკურეს” კალაპოტის ამოწმენდითი და მდინარის ორივე მხარეს, ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობითი სამუშაოები
აღნიშნული სამუშაოებს შპს ,,ჯი ბი ჯი“ ახორციელებს.
ქ. სენაკში - მშვიდობის ქუჩის გასწვრივ, ღელე ,,ფიცუსთან“ , მიმდინარეობს სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები
კოსტავას ქუჩის 92-96 საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ - ხორციელდება სანიაღვრე ჯებირების ამაღლება
მიმდინარეობს, მესამე საჯარო სკოლასა და დავით აღმაშენებლის შესახვევს შორის, არსებული ჯებირის რეაბილიტაცია
აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,TWINS თვინსი“ აწარმოებს.
ტაბიძის ქუჩის გასწვრივ გამავალ ღელეზე, 3 ადგილას, ეწყობა რკინა-ბეტონის ჯებირი მოწყობა და ხორციელდება არსებული ჯებირების საძირკვლის გამაგრება
აღნიშნულ სამუშაოებს შპს ,,დაგი“ ახორციელებს.
ქალაქად და სოფლად, სტიქიის დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31