სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-29 - სენაკში წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ

დღეს, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, პროექტის „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის, საჯარო სკოლების მე-10 კლასელი მოსწავლეების დაჯილდოების რეგიონალური ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრების და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სენაკის, ფოთის, ხობის, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების 206 წარმატებულ აღსაზრდელს, მათ შორის 56 სენაკელ მოსწავლეს, პორტატული პერსონალური კომპიუტერები გადასცეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, ფოთის, ხობის, მარტვილისა და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებმა და მათ ცოდნის მიღების გზაზე წინსვლა და გამარჯვებები უსურვეს. მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა ასევე ფულადი ჯილდო გადასცა საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონში’’ გამარჯვებულ სენაკის ეტალონ მოსწავლეს - მარიოტელ გიორგი ჩავლეიშვილს, მეორე და მესამე ადგილების მფლობელებს, მე-2 და პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებს - გიორგი ჟვანიას, მათე საჯაიასა და მეოთხე ადგილის მფლობელს, ეტალონის ყველაზე პატარა მონაწილეს - მე-3 სკოლელ ანა ლომიას. ღონისძიებაზე მუსიკალური და ლიტერატურულ-მხატვრული ნომრები წარმოადგინეს სენაკის ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრ ,,ფიროსმანის’’ ნორჩმა მსახიობებმა. პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად ახორციელებს, მიზნად მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს. ღონისძიება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით წარიმართა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31