სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-23 - გაზიფიცირების მასშტაბური სამუშაოები სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში უპრეცენდენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირების ქსელის როგორც სამშენებლო, ასევე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები. დღეს, ბელიაშვილისა და თამარ მეფის ქუჩებზე, გაზიფიკაციის სამუშაოები დაიწყო. უახლოეს პერიოდში, სამუშაოები შხეფის უბანს სრულად მოიცავს, რომლის დასრულების შემდეგ, ბუნებრივი აირით 180-ზე მეტი აბონენტი ისარგებლებს. ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირის მაგისტრალს მიწის ქვეშ ათავსებენ. ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიკაციის სამუშაოები ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის კოტიანეთის უბანში, სადაც წლების შემდეგ, 130-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდება. თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის ტყირის უბანში სამუშაოები მალე დასრულება, რის შედეგადაც, ბუნებრივი აირით 100-ზე მეტი აბონენტი ისარგებლებს. სამუშაოებს, ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით, შპს ,,გაზ კონსტრაქტი“ აწარმოებს. ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ, აბონენტების გამრიცხველიანებას შპს ,,გასკო+” უზრუნველყოფს. აღნიშნული უბნების მოსახლეობა აქამდე არ ყოფილა გაზიფიცირებული. წლების შემდეგ, მოსახლეობის წინაშე ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა ადგილობრივი ხელისუფლების უშუალო ძალისხმევით განხორციელდა. გაზმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

Facebook

2019-10-23 - შეხვედრა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებთან

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა 2 ნოემბერს, ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულზე დაგეგმილი აქტივობები. სხდომაზე იმსჯელეს ,,სენაკის საპატიო მოქალაქის“ და ,,სენაკზე მზრუნველის“ წოდებების მინიჭებასთან დაკავშირებით. მერის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31