სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-22 - სტიქიის ობიექტების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა სტიქიის შემდეგ ობიექტებზე:
ქ. სენაკში - ჭავჭავაძის ქუჩაზე, ღელე ,,ფიცუმდე”, საავტომობილო გზის ორივე მხარეს მოეწყო ცხაურები
დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, ე.წ. ,,საკირესთან“, ღელე ,,ხაბაზეთზე“ მოეწყო რკინა-ბეტონის ჯებირი და ჩატარდა საძირკვლის გამაგრებით სამუშაოები
სახოკიას ქუჩაზე - მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოეწყო მილხიდის ჯებირი და ცხაური
აღნიშნული სამუშაოები შპს ფირმა ,,იმედმა“ განახორციელა.
იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიასთან გამავალ ღელეზე მოეწყო ნაპირდამცავი გაბიონი
ჩხეტიას ქუჩის პირველი ჩიხში, დაიგო სასაფლაომდე მისასვლელი რკინა-ბეტონის გზა
აღნიშნულ სამუშაოები შპს ,,TWINS თვინსმა“ აწარმოა.
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა საგაბესკირიოს უბანთან დამაკავშირებელი ბეწვის ხიდის აღდგენითი სამუშაოები
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში დასრულდა გოლასკური-ტყირის დამაკავშირებელი ბეწვის ხიდის აღდგენითი სამუშაოები
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბეთლემში, რეაბილიტირდა მდინარე გურძემიაზე არსებული ბეწვის ხიდი
აღნიშნული სამუშაოები შპს ,,აფომ“ განახორციელა.
ქ. სენაკში - მშვიდობის ქუჩაზე აღდგა ჩამოქცეული რკინა-ბეტონის ჯებირი
რუსთაველის 112-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ არსებულ სანიღვრე არხზე განხორციელდა ბეტონის ჯებირის გამაგრებითი და მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები შპს ფირმა ,,იმედმა“ განახორციელა.
კოსტავას და დადიანის ქუჩების კვეთაზე გამავალ ღელეზე ჩატარდა საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოები და ფსკერი მოეწყო მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით
სამუშაოები შპს ,,ჯი ბი ჯიმ“ შეასრულა.
ქალაქად და სოფლად, სტიქიის დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს.

Facebook

2019-10-22 - შეხვედრები გაზგამათბობლებით გამოწვეული საფრთხის პრევენციის მიზნით

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, კომპანია ,,გასკო +’’-ის მენეჯერი დიმიტრი პაჭკორია, შესაბამისი სამსახურებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეატრალური მოედნის და ჭავჭავაძის ქუჩის მრავალბინიანი კორპუსების მოსახლეობას შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით გაგრძელდება, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობლებით გამოწვეული საფრთხის პრევენციის მიზნით, მოქალაქეთა ინფორმირებას და მათი უსაფრთხოებისთვის ზრუნვას ემსახურება. მობინადრეებს განემარტათ, რომ ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, გამათბობლების მონტაჟი უნდა მოახდინონ მხოლოდ სერთიფიცირებულმა, გამოცდილმა ხელოსნებმა, რომლებიც დაიცავენ უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს, გაზგამანაწილებელი კომპანიის სპეციალისტების მიერ, ქალაქის საცხოვრებელ ბინებსა და კერძო სახლებში იწყება გაზგაყვანილობის სისტემის შიდა ქსელის მასიური შემოწმება, რომ ბუნებრივი აირის ქსელის მოწყობა, საცხოვრებლებში გამათბობელი ქვაბების მონტაჟი, უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამებოდეს და მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საშიშროება არ შეექმნას.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31