სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-18 - კვების ბლოკების მონიტორინგი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან, გაერთიანების მუდმივმოქმედი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელთან რუსუდან მიშველიასთან, ჯგუფის წევრებთან - ნაირა ვარდიასთან და ევგენი ჭაავასთან ერთად, მონიტორინგის მიზნით ქალაქის პირველ, მეორე, მეექვსე ბაგა-ბაღებში, პირველ საბავშვო ბაღში, თეკლათის და ჭალადიდის საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა. კახაბერ კუპრეიშვილი საკვები პროდუქტების, მათი დასაწყობებისა და საკვების მომზადების ხარისხს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პირობებს პირადად გაეცნო. განახლებულ სამზარეულოებში, დადგენილი სტანდარტების მიხედვით საკვების მომზადება, შეუფერხებლად მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის სექტორის კვებით უზრუნველყოფას ორი კომპანია - ი/მ მანანა ღვინცაძე და შპს ,,ლმ“ ახორციელებენ, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვის გზით გამოვლინდნენ. სკოლამდელი აღზრდის საბავშვო და ბაგა-ბაღებში, კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან ხორციელდება და აქტიურად გაგრძელდება.

Facebook

2019-10-18 - შეხვედრა პროფილაქტიკურ აცრებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვის და მონიტორინგის სამმართველოს წარმომადგენელმა თამარ სულხანიშვილმა, პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ტრენინგი გამართა. ტრენინგს მუნიციპალიტეტის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, პირველადი ჯანდაცვის ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. პროფილაქტიკური აცრების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება უმნიშვნელოვანესია მართვადი ინფექციური და ვირუსული დაავადებების შემთხვევათა მაქსიმალური შემცირების და გართულებების თავიდან აცილებისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პროფილაქტიკური აცრების ახალ კალენდარში შეტანილ ცვლილებებსა და მათი განხორციელების უზრუნველყოფის საკითხებს.

Facebook

2019-10-18 - სენაკში სტიქიის პრევენციის სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებს ერთდროულად რამდენიმე კომპანია აწარმოებს. 👁‍🗨ამ ეტაპზე ხორციელდება ქალაქის ცენტრალური კოლექტორის - არხების, ღელეების ამოწმენდითი და გაბიონით - კალაპოტის გამაგრებითი სამუშაოები. ქუთაისისა და თეფანიას ქუჩების გასწვრივ, რკინიგზის მაგისტრალამდე, 1 500 მეტრ მანძილზე, მიმდინარეობს ღელე ,,ფიცუს“ ამოწმენდითი და 1 200 მეტრზე, დაზიანებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის გამაგრებით სამუშაოები. აღნიშნულ პროექტებს, ღირებულებით 144 999 ლარი, შპს ,,იო-სება“ ახორციელებს. ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ჩხეტიას ქუჩიდან მდინარე ტეხურამდე, 2 500 მეტრ მანძილზე - მდინარე ,,ფიცუს“ კალაპოტის ამოწმენდითი სამუშაოები. აქტიურად ხორციელდება ქავთარაძისა და კოლხეთის ქუჩების გასწვრივ გამავალი ღელეების ამოწმენდითი სამუშაოები და 3 800 მეტრ მანძილზე - ჯებირების, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 218 805 ლარს შეადგენს, შპს ,,კოლხიდა“ აწარმოებს.

Facebook

2019-10-18 - რეზო ადამიას პერსონალური გამოფენა

21 ოქტომბერს, 17 საათზე, სენაკის სამხატვრო გალერეაში გაიმართება გამოჩენილი ქართველი მხატვრის, სენაკის საპატიო მოქალაქის რეზო ადამიას პერსონალური გამოფენა

#რეზოადამიასპერსონალურიგამოფენა
#სენაკიმისგამორჩეულშვილსუმასპინძლებს

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31