სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-14 - სვეტიცხოვლობის დღესასწაული

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას - საუფლო კვართის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ასევე მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმიდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც აღინიშნება.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ, მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც ეს უდიდესი სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კიპარისის ხე ამოვიდა, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ, მეფე მირიანის ბრძანებით, ხუროებს ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ. მისგან შვიდი სვეტი დამზადდა. ერთ-ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილას, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა ხის პატარა ზომის ტაძარიც.

მე-5 საუკუნის ბოლოს, ვახტანგ გორგასალმა, მის ადგილას უფრო დიდი ზომის, სამნავიანი ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა დაიწყო.

მე-11 საუკუნის დასაწყისში, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ პირველის კურთხევით, ხუროთმოძღვარ არსაკიძის მიერ აიგო ჩვენამდე მოღწეული სვეტიცხოვლის გენიალური ქმნილება.

ისტორიულად, ამ დღეს, წირვა და წირვის შემდგომ ლხინი იმართებოდა. 1991 წლიდან მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა.

ტრადიციულად, ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოველში აღავლენს, ხოლო შემდეგ სახალხო დღესასწაული იმართება.

გილოცავთ სვეტიცხოვლობას - საუფლო კვართის დღესასწაულს!

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31