სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-11 - სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ვიზიტი სენაკში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკი ხასია სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიასა და მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათი შესრულების ვადებსა და ხარისხზე. შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31