სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-10 - საგანმანათლებლო პროექტი ,,საბავშვო არქეოლოგია’’ დაიწყო

დღეს, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუზეუმ-ნაკრძალის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ,,საბავშვო არქოლოგია’’ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, დღეს, საგანგებოდ მოწყობილ იმიტირებულ გათხრებში მონაწილეობა სენაკის მე-3 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა-ლიცეუმის მე-5 კლასელებმა მიიღეს. ,,საბავშვო არქეოლოგიის’’ ფარგლებში მიმდინარე გათხრების პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. არქეოლოგიური სამუშაოების მნიშვნელობისა და სპეციფიკის გაცნობის თვალსაზრისით, მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის სამარხებს და დაკრძალვის უძველეს წესებს გაეცნენ. ხელმძღვანელის უშუალო მითითებებით, არქეოლოგიური იარაღებით აღჭურვილმა მოსწავლეებმა, იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც, მოპოვებული ნივთების აღწერა და ექსპონატების ,,ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში’’ ფიქსაცია მოახდინეს. იმიტირებული გათხრების პირველი დღე, მონაწილეებზე ,,ნორჩი არქეოლოგის’’ სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა. პროექტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 300-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იგი, მოზარდის ჩვენი ქვეყნის უძველეს კულტურასთან ზიარებას, მათთვის ისტორიული მემკვიდრეობის მეცნიერული შესწავლის და დაცვის აუცილებლობის ჩვევად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

Facebook

2019-10-10 - 7,2 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გოლასკურში

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, შესაბამისი სამსახურის და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის გოლასკურის უბანში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე, გოლასკურის უბნის მოსახლეობამ, წლების მანძილზე არსებული უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარებისთვის მადლიერება გამოხატა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, რომელთა უშუალო ძალისხმევითაც ხორციელდება აღნიშნული პროექტი. 7,2 კმ საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, სს ,,არქეოპოლისი“ ახორციელებს. მუნიციპალიტეტის სინამდვილეში უპრეცედენტო პროექტის ღირებულება 2 364 841 ლარს შეადგენს და 2020 წლის აპრილის ბოლოს დასრულდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახуლმწიფო რწმუნებული ასევე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, თეკლათის ცენტრალური სკვერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო . ამ ეტაპზე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, 17 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ რეგიონალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მოსახლეობასთან შეხვედრისას წამოჭრილი საკითხები დროულად და ეფექტურად გვარდება. საავტომობილო გზის რეაბილიტაციამდე, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ასევე გადაწყდა გოლასკურელთა წინაშე მდგარი გარე განათების ქსელის მოწყობის პრობლემა.

Facebook

2019-10-10 - გუბერნატორის ვიზიტი გოლასკურში

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31