სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-09 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა'' გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 193 პროექტი შეირჩა, რისთვისაც 738 000 ლარი დაიხარჯება. 
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულს, 16 000 ლარი გამოეყო. 
მოსახლეობამ თავად განსაზღვრა სოფლის პრიორიტეტები: 
საკოხიოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სოფლის ცენტრალურ გზაზე - გარე განათების ქსელის მოწყობა
საკუპრეიშვილოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
გეჯეთის საბავშვო ბაღის ატრაქციონით აღჭურვა და ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
საოჩიგაოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, 6 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019

Facebook

2019-10-09 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ქალაქად და სოფლად, დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, შესაბამისი სამსახურებისა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის ობიექტებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება შემდეგ ობიექტებზე:
ქ. სენაკში - ჩიქოვანის ქუჩიდან ვაჩნაძის ქუჩის მიმართულებით, სანიაღვრე არხზე, 6 მეტრ მანძილზე, მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მილხიდის და ცხაურის მოწყობა ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საგუგუნაოს უბანში - სასაფლაომდე მისასვლელ საავტომობილო გზაზე ორი მილხიდის დემონტაჟი და სათავისებით მილხიდების მოწყობა ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საგიგიბერიოს უბანში - ხიდბოგირის გაფართოება და მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, კედლის მოწყობა
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საგიგიბერიოს უბანში - ხიდბოგირის გაფართოებისა და ღელეს ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საგიგიბერიოს უბანში - გაბიონის მოწყობა
აღნიშნულ სამუშაოებს, ღირებულებით 76 496, 51 ლარი, შპს ,,TWINS თვინსი“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ასევე აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის ობიექტებზე:
ქალაქ სენაკში - ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხზე ჩაქცეული რკინა-ბეტონის ჯებირის აღდგენა და სანიაღვრე არხის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
ჭავჭავაძის ქუჩაზე, ღელე ,,ფიცუზე“ - რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა
თეფანიას ქუჩაზე გამავალ ღელეზე - ჯებირის მოწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციით
თეფანიას ქუჩაზე გამავალ ღელეზე არსებული ხიდბოგირის საყრდენი კედლების მოწყობა
ტაბიძის ქუჩის გასწვრივ გამავალ ღელზე, 3 ადგილას, რკინა-ბეტონის ჯებირის და არსებული საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ სახარბედიოში, მდინარე ცივზე დამონტაჟებული სასმელი წყლის მილის რეაბილიტაცია
აღნიშნულ სამუშაოებს, ღირებულებით 98 111 ლარი, შპს ,,დაგი“ ახორციელებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31