სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-08 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 11 ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება. ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 68 000 ლარი გამოიყო:

ბათარიას უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება

ბათარიას უბანში - მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა

ბათარიას უბანში - საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

სახარბედიოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება

სახარბედიოს უბანში - სოფლის წყაროს მიმდინარე ტერიტორიის კეთილმოწყობა

სახარბედიოს უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და ცხაურის მოწყობა

საწულეისკირიოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება

სკურიის უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება

პერტულის უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება, ხიდბოგირის რეაბილიტაცია

საგაბისკირიოს უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის მოწყობა

Facebook

2019-10-08 - სენაკს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა შეემატება

უახლოეს დღეებში, სენაკის მუნიციპალიტეტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი თანამედროვე სტანდარტების შენობა შეემატება. ამ ეტაპზე, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული კეთილმოწყობილი სამუშაო ოთახებით, სამედიცინო აპარატურის და მედიკამენტებისთვის განკუთვნილი სათავსოებით, სველი წერტილებით, შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურში ყველა სათანადო პირობაა შექმნილი მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისა და აქ დასაქმებული კვალიფიციური კადრების სრულფასოვანი მუშაობისთვის. შესრულებული სამუშაოები, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ვახტანგ ფაცაციასთან ერთად, დაათვალიერა

#განახლებულიინფრასტრუქტურა
#ჩვენვზრუნავთუკეთესისენაკისთვის
#სენაკი2019

Facebook

2019-10-08 - საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. დღეს, ქალაქში, მშვიდობისა და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაზე არსებული მოედნის ასფალტირება დაიწყო. აღნიშნული საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი გრიგოლ ბაღათურია, ზედამხედველობის , სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებთან - ედიკა ბერაიასთან და ვახტანგ ფაცაციასთან ერთად გაეცნო. უახლოეს დღეებში დაგეგმილია მშვიდობისა და კოსტავას ქუჩების კვეთაზე მდებარე მოედნის ასფალტირება. სამუშაოებს, ღირებულებით 147 676 ლარი, შპს ,,ოსო“ აწარმოებს. 

http://bit.ly/2nwAhFk

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31