სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
131516171819
20212223242526
2728293031 

2019-10-07 - 40 წელი - ღვთისა და ერის მსახურებაში

წმინდა ბერის ალექსი შუშანიას მიერ დაფუძნებული მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი მელქისედეკის (მიქავა) მღვდლად კურთხევიდან 40 წელი გავიდა. რწმენის, სიკეთის, სათნოებების გამრავლებაში, სამწყსოსადმი ზრუნვაში ჩამარცვლილი წლების საიუბილეო თარიღი ღვაწლმოსილ მოძღვარს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ და მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა მიულოცეს. მამა მელქისედეკი მღვდლად 1979 წელს, ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აკურთხეს. ჯიქეთის დედათა მონასტერში ერთწლიანი მსახურების შემდეგ, 1883 წლიდან დღემდე, იგი მენჯის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარია და დიდი სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება ამ საღვთო საქმეს. მუნიციპალიტეტის მერმა არქიმანდრიტ მელქისედეკს ჯანის სიმრთელე, სიმხნევე და ღვთისა და ერის მსახურებაში უფლის შეწევნა უსურვა.

Facebook

2019-10-07 - სენაკს სკოლა-ლიცეუმის ახალი შენობა შეემატა

დღეს, სენაკში, კერძო სკოლა-ლიცეუმის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული შენობის გახსნა და საწავლო პროცესის განახლება საზეიმოდ აღინიშნა. გახსნის ცერემონიალს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კუპრეიშვილი, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა ნანა ნორაკიძემ ღონისძიების სტუმრებს სასწავლო პროცესის სრულფასოვნად, მაღალი სტანდარტებით წარმართვისთვის განხორციელებული სამუშაოები, განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საგანმანათლებლო კუთხით დაგეგმილი სიახლეები გააცნო. აღსანიშნავია, რომ სკოლის ახალ შენობაში, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, კომპიუტერებით დაკომპლექტებული კლას-კაბინეტები და ბიბლიოთეკა მოემსახურება. სკოლა-ლიცეუმი ნაყოფიერი სასკოლო ცხოვრების 10 წელს ითვლის. დღეს, სასწავლო პროცესში, პედაგოგებთან ერთად 162 მოსწავლე ჩაერთო.

Facebook

2019-10-07 - ,,მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი...“

დღეს, სასტუმრო ,,ვერსალის“ საკონცერტო დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტში მოღვაწე თმაშევერცხლილ, ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს მიეძღვნა ღონისძიება ,,მასწავლებელო, მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი...“ მასწავლებელთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საღამოს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითთმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც თეიმურაზ კუბეციას მიჰყავდა, მონაწილეობა მიიღეს ,,კოლხურმა ტრიომ“ და ვაჟთა ანსამბლმა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა, სიმბოლურად და მოკრძალებულად მოელოცა თქვენთვის დღევანდელი დღე, რომელიც დღე სასწაულად აღიქმება მათთვის, ვისაც უსწავლია, სწავლობს და ისწავლის... ამ ღირშესანიშნავ დღეს ვულოცავ ყველა პედაგოგს, მაგრამ განსაკუთრებულად, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, იმ პედაგოგების წინაშე, რომელთაც მრავალწლიანი ღვაწლის შემდეგ დატოვეს მშობლიური სკოლის კედლები და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ნაყოფიერი და ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელებს გადმოგცემთ. ყოველი თქვენგანი საპატიო და დასაფასებელია... ამ არაჩვეულებრივი პედაგოგების კოჰორტიდან, წელს, მერის სათათბირო ორგანოში - მრჩეველთა საბჭოს შემოსული განცხადებების საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ოთხ პედაგოგს მიენიჭოს სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება. ტრადიცია გაგრძელდება - ყოველწლიურად, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, მრჩველთა საბჭოში შემოსული კორესპონდენციებისა და საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგები სენაკის საპატიო მოქალაქის წოდებას მიიღებენ.“ - ამ სიტყვებით მიესალმა იქ მყოფთ საღამოს იდეის ავტორი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ თაობათა აღმზრდელ დამსახურებულ პედაგოგებს - ნორა გადელიას, ომიანა(ნუნუ) გურჩიანს, ლამარა ლაზარიას, ირა კერძაიას. მასწავლებელებს პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და მათ ღვაწლზე ისაუბრეს სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დარეჯან ზარანდიამ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა თამარ სალაყაიამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ინგა ქარდავამ. თბილი და ამაღელვებელი ღონისძიება მომავალ წლამდე დაემშვიდობა პედაგოგებს.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31