სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316171819
20212223242526
2728293031 

2019-10-06 - ალექსობა სენაკში

დღეს, სენაკისა და სრულიად საქართველოს მფარველის წმინდა ალექსი სენაკელის სავანეში, ღირსი მამის დაბადებიდან 167-ე წლისთავთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

შუშანიების სავანეში ალექსობის დღესასწაული განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩევა. ამ დღეს სრულიად საქართველოდან მორწმუნეები მოილოცავენ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერსა და ღირსი მამის საფლავს.

საზეიმო ლიტურგიას, მრევლთან ერთად, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ.

განუზომელია დიდი მწიგნობარი და ასკეტი მამის ღვაწლი. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დევნის უმძიმეს პერიოდში მან სენაკში შექმნა მონასტრული ცხოვრების უძლიერესი კერა, რომელიც კომუნისტური დევნილობის პერიოდშიც არ ჩამქრალა და ჩვენამდე მტკიცედ მოიტანა სულიერი ღვაწლის ტრადიციები.

განმარტოებული მონაზვნური ცხოვრების მიუხედავად, ალექსი ბერი უაღრესად საზოგადოებრივი პიროვნება იყო. ხშირად მის სენაკში საინტერესო საუბრები და კამათი იმართებოდა სარწმუნეობრივ-საზოგადოებრივ საკითხებზე. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, მისი ნაშრომები ცალკე წიგნებად გამოდიოდა.

1903 წელს ალექსი ბერი თავისი ხის დიდი ჯვრით გზაში შეხვდა რუსიფიკატორული პოლიტიკის გამტარებელ ეგზარქოს ალექსის ცნობილ ვოსტორგოვთან ერთად, რომლებიც ცდილობდნენ სამეგრელოს სკოლებიდან ქართული ენის სწავლების ამოღებას. მან საპროტესტო წერილი გადასცა ეგზარქოსს. დიდი პატივისცემით მოსილი ბერის საჯარო პროტესტმა დააფიქრა იგი, იქვე დაამშვიდა და აღუთქვა, ეს ჭორია, არ მოხდებაო.

ცხოვრების უკანასკნელ წლებში ალექსი ბერი მძიმედ დაავადდა და 1923 წლის 31 იანვარს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1995 წელს იგი წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 31 იანვარი დააწესა.

2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავზე მცირე ბაზილიკური ტაძარი იკუთხა.

ღირსი მამის საფლავის ქვაზე ეპიტაფიაა, რომელიც ანდერძის სახით თავადვე შეადგინა და თაობებს დაუტოვა: ,,...ვაი კაცისა მის, როლისა სახელი უფროს არს საქმისა და ესე შემემთხვია მე.“

Facebook

2019-10-06 - ,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019'' სენაკში დასრულდა

,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2019" სენაკში, დღეს, შინაარსობრივად დატვირთული და სანახაობრივად მრავალფეროვანი ღონისძიებებით დასრულდა.

დღის მანძილზე, ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა და ჟიული შარტავას და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები მსურველთ ევროპელი მწერლების წიგნებისა და ევროპის მემკვიდრეობის დღეებისადმი მიძღვნილ გამოფენებზე იწვევდნენ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში, ღონისძიების ფარგლებში, ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების სახელმწიფო დროშების გამოფენა მოეწყო.

საზეიმო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალური ა(ა)ი.პ.-ების - ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა მიიღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღეს, ღონისძიებები ასევე გაიმართა ქალაქის მეშვიდე და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის საჯარო სკოლებში.

,,ევროპის დღეები 2019“, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს და ასოცირების შესახებ შეთანხმების 5 წლის იუბილეს მიეძღვნა და განსაკუთრებული მასშტაბურობით გამოირჩეოდა.

პროექტი საინფორმაციო ცენტრ ნატოსა და ევროკავშირის ორგანიზებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31