სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-03 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" ლეძაძამეში

სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 64 000 ლარი გამოიყო: სოფელ ლეძაძამეში საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება ლეძაძამეს უბანში არსებული ორი მილხიდის ამოღების და გაწმენდითი სამუშაოების განხორცილება საავტომობილო გზაზე, 2 ლოკაციაზე არსებულ მილხიდზე გაბიონის მოწყობა სოფელ ბეთლემში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება სოფელ ბეთლემში, 3 ლოკაციაზე, მილხიდის მოწყობა, შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის მოწესრიგება კვაუთის უბანში - საავტომობილო გზაზე მილხიდის მოწყობა, გზის გაფართოება, კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება კვაუთის უბანში - არსებული ლითონის ცხაურის დასამონტაჟებლად, რკინა-ბეტონის არხის მოწყობა ლეგოგიეს უბანში - შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და მილხიდის მოწყობა სათავისებით ლესაჯაიეს უბანში - სამედიცინო ამბულატორიის ოთახების რეაბილიტაცია ლესაჯაიეს უბანში, სოფლის ცენტრში, ორი დეკორატიული სკამის მოწყობა ლესაჯაიეს უბანში - ეკლესიამდე მისასვლელი გზისა და ლეარზიანეს უბანში - გზის მოხრეშვა-მოშანდაკებისა და სანიაღვრე არხების ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება ლესაჯაიეს უბანში - საავტომობილო გზის გასწვრივ კიუვეტის მოწესრიგება ჯოლევის უბანში - კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება ჯოლევის უბანში - საავტომობილო გზაზე მილხიდის მოწყობა და ლევახანიეს უბანში - გზის მოხრეშვა-მოშანდაკება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, 17 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019

Facebook

2019-10-03 - შეხვედრა მყარი ნარჩენების მართვის პროექტთან დაკავშირებით

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, პროექტის ,,მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამა II, საკონსულტაციო მომსახურება თანმხლები ღონისძიებებისთვის კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში’’ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, შესაბამისი სამსახურებისა და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, მყარი ნარჩენების მართვის საერთაშორისო ექსპერტს ანდრეა ფაჩსს, კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ექსპერტს რუთგენ იან შოენს, ფინანსების საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს ჯეფრი ჯონსონს, ერეკლე პირველს და პროექტის მენეჯერს ლერი ხაბულიანს შეხვდნენ.

საქართველოს მთავრობის და გერმანული ორგანიზაცია KFW-ს შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი მყარი ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით, 1 ოქტომბრიდან დაწყებული პროექტის საპილოტედ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაა შერჩეული.

შერჩეულ მუნიციპალიტეტებს, მათი მენეჯმენტის უნარების გაუმჯობესების მიზნით, ინსტიტუციონალურ, ორგანიზაციულ და ფინანსურ ასპექტებში საკონსულტაციო მომსახურეობა გაეწევათ.

საინფორმაციო შეხვედრაზე, 2017 წელს ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების შემდეგ მომხდარ ცვლილებებზე, მყარი ნარჩენების მართვის კუთხით მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ პროექტებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა.

პროექტს, რომელიც 4 წლის განმავლობაში გაგრძელდება, გერმანული კომპანია ,,FITCHNER” ადგილობრივი კომპანია პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფი - PMCG ერთობლივად განახორციელებენ.

პროექტს გერმანული ორგანიზაცია KFW აფინანსებს.

Facebook

2019-10-03 - გჯეროდეთ, რომ დარაბებს მიღმა ყოველთვის გაზაფხულია...

დღეს, სენაკმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია ,,მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ყველა თაობისთვის ერთნაირად ძვირფასი სპექტაკლების - ნოდარ დუმბაძის ,,თეთრი ბაირაღებისა“ და ლაშა თაბუკაშვილის ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულიას...“ პრემიერა გაიმართა. რეჟისორ ნუგზარ ბუცხრიკიძის სპექტაკლში ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია...“ ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ახლობელი პერსონაჟების - კოკასა და ნინიკოს როლები ახლებულად და შთამბეჭდავად შეასრულეს ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობებმა, სენაკელმა გიორგი ჭანტურიამ და მარიამ პატაშურმა. სპექტაკლმა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი, ხელოვნების ცენტრის დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. კოკასა და ნინიკოს დამაფიქრებელი სიყვარულის ისტორია... ურთიერთობების სირთულე, გრძნობებში გაურკვევლობა, ახალგაზრდული სისუსტეები, შეცდომები და ტკივილი, რომელიც გზრდის და ნიღბიანს, საკუთარ თავთან გაბრუნებს, სინაზის, სიყვარულის უდიდეს მარაგს ისევ აღმოგაჩენინებს და სამყაროს გასაგონად გათქმევინებს, რომ გაუფრთხილდე და დაიცვა ის, ვინც შენთვის ყველაზე ძვირფასია... და მაინც, გჯეროდეთ, რომ დარაბებს მიღმა ყოველთვის გაზაფხულია... მთავარია, დარაბა გამოაღოთ…

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31