სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316
202526
27 

2019-10-02 - სენაკში ,,ეტალონ მოსწავლე" გამოვლინდა

საქართველოს მასშტაბით, სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის’’ 2019-2020 წლის დასკვნითი ტურების ეტაპი დღეს სენაკიდან დაიწყო. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მიმდინარე ინტელექტ-ჩემპიონატი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული 74 მოსწავლე მონაწილეობდა, მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ ავტორსა და წამყვანს - გოჩა ტყეშელაშვილს მიჰყავდა. შესარჩევი ტურის შედეგად ,,სენაკის ეტალონ მოსწავლე’’ გამოვლინდა. საუკეთესო შედეგი კერძო სკოლა ,,მარიოტას’’ XI კლასის მოსწავლემ გიორგი ჩავლეიშვილმა აჩვენა. მეორე ადგილი მე-2 საჯარო სკოლის IX კლასელმა გიორგი ჟვანიამ მოიპოვა. მესამე ადგილის მფლობელი გახდა პირველი საჯარო სკოლის XI კლასელი მათე საჯაია . ინტელექტუალურ-შემეცნებით ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ზაზა ნაჭყებია, სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონკურსის მსვლელობისას, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ ნორჩმა მსახიობებმა და ხელოვნების ცენტრის მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიციები, მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიების დასასრულს, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებულ მოსწავლეს და ,,ეტალონის’’ ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი თაობის განათლებაზე გათვლილ ყველა მნიშვნელოვან პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურად მხარს დაუჭერს და აქტიურად იზრუნებს მათი განხორციელებისთვის. ,,ეტალონს’’ ორგანიზაციულ მხარდაჭერას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია და საგანმანათლებლო რესურსცენტრი უწევდნენ.

#მომავალიგანათლებაშია
#ეტალონისენაკში

Facebook

2019-10-02 - სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონის მასშტაბით, მომავალი წლისთვის დაგეგმილი კულტურულ-შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. სამუშაო შეხვედრა გამართა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ლაშა გვასალიამ. პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ კუბეცია ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31