სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
12
1316171819
20212223242526
2728293031 

2019-10-01 - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე სენაკში

პირველი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.

კაცობრიობის ყველაზე საპატიო და დასაფასებელ წარმომადგენლებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში ესტუმრნენ და ხანდაზმულთა დღე მიულოცეს.

,,ვულოცავ ყველა მხცოვანი ასაკის მოქალაქეს, ცხოვრებისეული გამოცდილებით, სიბრძნით და სიყვარულით მდიდარ ადამიანებს, რომელთაც ჩვენგან განსაკუთრებული ყურადღება, მზრუნველობა, სითბო და თანადგომა სჭირდებათ. მინდა მათ დღეგრძელობა, ჯანის სიმრთელე და მხნეობა ვუსურვო’’ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ხანდაზმულებთან სტუმრობისას. მისი თქმით, მომავალი წლიდან, ცენტრის ბენეფიციარები უფასო კვების სერვისით კვირა დღესაც ისარგებლებენ.

მუნიციპალიტეტის ხელოვნების, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრების პედაგოგთა, მოსწავლეთა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრში ხანდაზმულთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
მას საქართველო 2006 წლიდან, ფონდ “თაობის“ ინიციატივით შეუერთდა.
 
 
 

2019-10-01 - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა

დღეს, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ანზორ ცაგურიამ სხდომის მონაწილეებს განსახილველი საკითხები გააცნო. სხდომას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ლევან კუპრეიშვილმა მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ უპრეცედენტო მასშტაბის სამუშაოებზე, 2020 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ, მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. სხდომის მონაწილეებს ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა ლევან უჩანეიშვილმა გააცნო ცენტის მიერ მიმდინარე წელს განხორციელებული აქტივობები და პროექტები. სამოქალაქო მრჩველთა საბჭოზე განხილულ იქნა მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე პედაგოგებისთვის სენაკის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების საკითხი. შეხვედრის დასასრულს, ლევან კუპრეიშვილმა სათათბირო ორგანოს წევრებს, რომელთა საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, სამოქალაქო აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

Facebook

2019-10-01 - 40 წელი სენაკის სამხატვრო გალერეის დაარსებიდან

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზში, გალერეის დაარსებიდან 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულ ახლგაზრდულ თეატრ ,,ფიროსმანის’’ ნორჩ მსახიობთა მონაწილეობით, იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია გაიმართა. პარალელურად, სამხატვრო გალერეა, დაარსებიდან დღემდე, ამ კედლებში გამართული ქართველი და უცხოელი მხატვრების გამოფენების აფიშების დასათვალიერებლად იწვევდა ღონისძიების სტუმრებს. ახალგაზრდა მსახიობების შესრულებით, მინიატურების, ლექსების, ინფორმაციული ჩანახატების მხატვრული მონაცვლეობა, აფიშებში მოქცეული გალერეის ისტორია, შთამბეჭდავად მოგვითხრობდა იმ საამაყო კულტურულ ცხოვრებაზე, რითაც, ამ 40 წლის მანძილზე სუნთქავდა სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეა. ☑იგი 1979 წლის 29 სექტემბერს გაიხსნა და ურთულესი წლების ღირსეულად გამოვლის შემდეგ, დღეს, სრულფასოვნად ემსახურება სენაკის კულტურას. მისი ოქროს ფონდი 200-ზე მეტ ექსპონატს ითვლის. მათ შორის - ლადო გუდიაშვილის, გივი თოიძის, ავთანდილ ვარაზის, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის, თენგიზ მირზაშვილის, რეზო ადამიას, ოთარ პარკაიას, ნადეჟდა გვაძაბიას, მოსე გერსამიას და სხვათა ფერწერულ თუ გრაფიკულ ნამუშევრებს, ბიუსტებს და ქანდაკებებს. გალერეის არსებობის განმავლობაში, აქ 15 ათასი ექსპონატი იქნა გამოფენილი. ღონისძიებაზე განსაკუთრებულად გამოიკვეთა სენაკის საპატიო მოქალაქის, მხატვარ ლერი კართხიას ღვაწლი, რომელიც ათეულობით წლების მანძილზე სათავეში ედგა კულტურის ამ მნიშნელოვან კერას და ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა ოქროს ფონდის უნიკალური ექსპონატები. ☑საიუბილეო საღამოს ადგილობრივი თვითმმართველობის, სენაკის კულტურის სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31