სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-30 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში

 
 
სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვის 32 000 ლარი გამოიყო:

უშაფათის ცენტრში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება

სოფელ უშაფათის უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება

უშაფათის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია

ორ ადგილას - საავტომობილო გზებზე მილხიდების მოწყობა

სამედიცინო ამბულატორიაში წყლის ავზის დამონტაჟება და ლითონის სადგამის მოწყობა

ორ ლოკაციაზე - საავტომობილო გზების მოხრეშვა-მოშანდაკებისა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31