სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-27 - 27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს

27 სექტემბერს მართლმადიდებელი სამყარო ჯვართამაღლების საუფლო დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

27 სექტემბერი - საქართველოში ხსოვნისა და იმედის დღეცაა, სოხუმის დაცემის, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მოწამეობრივი აღსასრულის, საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული ქართველებისთვის ტკივილით და განსაცდელით აღსავსე დღე და მაინც... იმედის დღე!..

Facebook

2019-09-27 - 27 სექტემბერი - გმირთა ხსოვნისა და იმედის დღე

1993 წლის 27 სექტემბერი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია. ეს არის  სოხუმის დაცემის  უმძიმესი დღე,  ამასთან დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის, მშობლიური სენაკის  გამორჩეულმა შვილმა ჟიული შარტავამ, თავის თანამებრძოლებთან ერთად, თავი დადო სამშობლოსთვის და მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა.

26 წელი გავიდა ამ მტკივნეული თარიღიდან.  საქართველოს  წიაღიდან აფხაზეთის დროებითი მოწყვეტის წლებმა ისტორიულ და სისხლხორცეულ ძმებს მთელი სიცხადით დაანახა, რომ მხოლოდ ერთობაშია ხსნა, რომ ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს.

საქართველოს ეროვნული გმირის მშობლიური ქალაქი   ამ დღეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეწირულ მამულიშვილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებით,  სევდითა და იმედებით შეხვდა.

ჟიული შარტავას სახელობის სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, გმირთა ხსოვნის დღე   მათი თავდადებისადმი მიძღვნილი ღონისძიებით - ,,სენაკი ამაყობს თავისი გმირებით’’  დაიწყო.

ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმებში გამართული  ხსოვნის საღამო - ემოციური გამოსვლებით,  ტკბილკოლხური მელოდიებითა და საგალობლებით, ამაყი სევდით აღსავსე განწყობილებას ქმნიდა. საღამოზე   აღინიშნა, რომ  ჩვენი საამაყო თანამემამულეების, სამშობლოსათვის გულანთებული მამულიშვილების გმირობა დიდი ზნეობრივი მაგალითია  მომავალი თაობებისთვის,  რომელიც გვავალებს, მაქსიმალური გავიღოთ ქვეყნის გამთლიანებისა და შემდგომი განვითარებისთვის.

ღონისძიებების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას, გენო ადამიას, ნოდარ კანკიასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები გვირგვინებით შეამკეს.

   სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ისაუბრა ჟიული შარტავას თავდადების მნიშვნელობაზე, რომელმაც საკუთარი მაგალითით გვიჩვენა, როგორ უნდა იქცეოდეს ქვეყნის ლიდერი განსაცდელის ჟამს.  ,,აფხაზეთის გასაღები სამეგრელოშია ‘’ - აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა ეროვნული  თანხმობის,  სახალხო დიპლომატიის როლს ქვეყნის გამთლიანების საქმეში და ამ თვალსაზრისით,  თითოეული  მოქალაქის პასუხისმგებლობას.

- ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ აფხაზეთს, - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, - და ეს აუცილებლად აღსრულდება ქვეყნის წინსვლისა  და განვითარების შეუქცევადი პროცესის  მთელი ძალისხმევით უზრუნველყოფით.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

აფხაზეთის ტრაგედიისადმი  მიძღვნილ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდულ თეატრ  ,,ფიროსმანის’’  ნორჩი მსახიობებისა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის’’ მოცეკვავეთა მონაწილეობით, ეროვნული გმირის ბიუსტთან გამართული ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია -  ,,ჩვენ დავიბრუნებთ ერთმანეთს’’ დაასრულებს.

#ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს #27სექტემბერისენაკში

Facebook

2019-09-27 - პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში

 
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ რუსია, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ზაზა ნაჭყებია, თვითმმართველობისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტ ,,ღია შეხვედრის" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში - ზანის, ეკის, მენჯის, ხორშის და ნოსირის - მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ.

ადგილობრივ მცხოვრებლებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ასევე, აქცენტები სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების აუცილებლობაზე გაკეთდა.

მოსახლეობამ პრიორიტეტებად გამოკვეთა საგზაო ინფრასტრუქტურის, ინტერნეტიზაციის, გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების საკითხები.

საჭირბოროტო პრობლემების დროულად და ეფექტურად მოგვარების გზები ადგილზევე დაისახა.

მსგავსი შეხვედრების მიზანია ხელისუფლებისა და მოსახლეობის მჭიდრო თანამშრომლობა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხების გამოკვეთისა და განხორციელებისათვის.

#ხელისუფლებახალხისსამსახურში
#ღიაშეხვედრები
#სენაკი2019
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31