სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-26 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 იანვრიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განახლებული სახით აღდგა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, 193 პროექტი შეირჩა, რისთვისაც 738 000 ლარი დაიხარჯება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულს, 42 000 ლარი გამოეყო.

მოსახლეობამ თავად განსაზღვრა სოფლის პრიორიტეტები:

ეკის საბავშვო ბაღში ატრაქციონების მოწყობა და საძინებელი ოთახის რეაბილიტაცია
საჯოლიოს უბანში - მდინარე ეკუსკურზე არსებულ ხიდზე სახელურის მოწყობა
სახუნჯუოს უბანში - მდინარე ეკუსკურზე არსებული ხიდის ბურჯის გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება
საპაჭკორიოს უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოღება
საპაჭკორიოს უბანში - მილხიდის მოწყობა რკინა-ბეტონის მილებით, სათავისით
საპაჭკორიოს უბანში - ცხაურის მოწყობა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
საადამიოს უბანში - ორი ცხაურის მოწყობა
საშულაიოს უბანში განთავსებული მგზავრთა მოსაცდელის რეაბილიტაცია
სამხედრო ბაზის მიმართულებით მიმავალ შიდა საავტომობილო გზაზე ცხაურის მოწყობა
სამხედრო ბაზის მიმართულებით - შიდა საუბნო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის ამოღება
ეკი-უშაფათის მიმართულებით - სოფლის ცენტრალურ გზაზე ორმულის შეკეთება
საფარცვანიოს უბანში -მდინარე ფაქვაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება
შრომისკარის უბანში - ორი ცხაურის მოწყობა და კიუვეტის ამოწმენდითი სამუშაოების ჩატარება
შრომისკარის უბანში - მილხიდის აღდგენა

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ეკის ადმინისტრაციულ ერთეულში, 14 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019
 
 

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31