სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-25 - ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა'' ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული 15 ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება.

ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ განისაზღვრა სოფლის პრიორიტეტები, რისთვისაც 50 000 ლარი გამოიყო:

სოფელ ფოცხოს უბანში - ცენტრალური სტადიონის შემოკავება 200მ-ზე
სოფელ ფოცხოს უბანში - ჭაბურღილის შემოკავება და განათების ქსელის მოწყობა
სოფელ ფოცხოს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
სოფელ ფოცხოს უბანში - საბავშვო ბაღში ატრაქციონის მოწყობა
ლეგოგიე-ნასაჯუს უბანში - ცხაურის მოწყობა
ლეგოგიე-ნასაჯუს უბანში - 4 ლოკაციაზე, მილხიდის მოწყობა
ლეგოგიე-ნასაჯუს უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
ლეშონიეს უბანში - 3 ლოკაციაზე, ცხაურის მოწყობა
მეორე მოხაშის უბანში - 2 ადგილას, ცხაურის მოწყობა
მეორე მოხაშის უბანში - საბავშვო ბაღში ატრაქციონის მოწყობა
მეორე მოხაშის უბანში - შიდა საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება და კიუვეტის მოწყობა
მეორე მოხაშის უბანში - საავტომობილო გზაზე მილხიდის მოწყობა
მეორე მოხაშის უბანში - საავტომობილო გზაზე, 2 ადგილას, ცხაურის მოწყობა
მეორე მოხაშის უბანში - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოშანდაკება
მეორე მოხაშის უბანში - საავტომობილო გზაზე, 2 ადგილას, მილხიდის მოწყობა

#სოფლისმხარდაჭერა
#სოფელიირჩევს
#სოფელმაუკეთიცის
#სენაკი2019

Facebook

2019-09-25 - შეხვედრა ტყე-კაფით სარგებლობისა და გარემოსდაცვით საკითხებზე

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ბესიკ მაქაცარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ლევან გაბეჩავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასაწყისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ ხაზგასმით ისაუბრა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილისა და მისი გუნდის ნაყოფიერი საქმიანობისა და ინფრასტრუქტურული კუთხით მიღწეული წარმატებების შესახებ.

შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, დეტალურად იქნა განხილული ადმინისტრაციულ ერთეულებში ზამთარში შეშით მომარაგების, ახალი ტყე-კაფის გამოყოფის კუთხით არსებული მდგომარეობა და საჭიროებები. საუბარი ასევე შეეხო გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობას.

Facebook

2019-09-25 - სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

დღეს, სამხატვრო გალერეაში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა - სალოტბარო სკოლა შეემატა.

რიგით 23-ე სალოტბარო სკოლის გახსნის მიზანი 2001 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შესული უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენა, შენახვა, პოპულარიზაცია და მომავალი თაობებისთვის გადაცემა გახლავთ.

სკოლის ლოტბარ-რეგენტი სენაკელი დიმიტრი კაკულიაა, რომელიც ტრადიციულ სიმღერა-გალობას სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასა და ფოთის სალოტბარო სკოლაში ასწავლის.

სალოტბარო სკოლა გახსნის საზეიმო ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, შესაბამისი სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ამ გამორჩეული დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ, ლოტბარ-რეგენტმა დიმიტრი კაკულიამ.

,,კოლხურმა ტრიოს“ და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას მოსწავლეთა გუნდის მიერ შესრულდა უძველესი და პოპულარული ფოლკლორული ნიმუშები.

ამიერიდან, ნოკო ხურციასა და რემა შელეგიას, ლეონტი ჩიხლაძის, ვახტანგ და ლონგინოზ მიმინოშვილების, პანტელეიმონ ბოჯგუას მშობლიურ ქალაქში სალოტბარო სკოლა იარსებებს, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერი ასაკის მსურველს უფასოდ შეეძლება ქართული ტრადიციული სიმღერის და გალობის შესწავლა.

მოამბე | სენაკში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ფოლკლორის ცენტრის 22 სალოტბარო სკოლას კიდევ ერთი, სენაკის სალოტბარო სკოლა შეემატა. ➤ საქართველოს სხვადასხვა მხარეში სალოტბარო სკოლების გახსნის მიზანია...

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31