სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12346
8914
15
2228
29 

2019-09-24 - სამუშაო შეხვედრა მერთან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, იურიდიული განყოფილების უფროსი რამაზ კუპრეიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის სამსახურების, მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში და იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, რომელნიც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში სისტემატურ ხასიათს ატარებს.

შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად იქნა განხილული სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ხარისხი და ვადები.

ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტების ნაწილი უკვე დასრულებულია, დარჩენილი სამშენებლო სამუშაოები კი, ყოველდღიურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს.

სასმელი წყლის სისტემის, ნაპირსამაგრი გაბიონების, სკვერების, მოსაცდელების, გარეგანათების, გზების მოხრეშვა-მოშანკადების, ხიდების, მინი საფეხბურთო მოედნების და საბავშვო ბაღებში ატრაქციონების მოწყობა – ეს იმ 193 ინფრასტრუქტურული პროექტის არასრული ჩამონათვალია, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

შეხვედრები ადმინისტრაციულ ერთეულებში გაგრძელდება, სადაც მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნობა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

Facebook

2019-09-24 - მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ანალიტიკოსმა გვანცა სადილიანმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა-სემინარს, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

25 თვიანი პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანს, ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმის წარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობას და შემცირებულ ბიუროკრატიას.

რეფორმის ფარგლებში დასანერგი ელექტრონული მოდულები ერთიანდება სამ ძირითად პლატფორმაში:

ms.gov.ge - ონლაინ განცხადებების მართვის სისტემა

mm.gov.ge - ერთიანი ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა

maps.gov.ge - გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემა

პროექტი„საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის N1334 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

Facebook

2019-09-24 - შეხვედრა შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარებისთვის

დღეს, სენაკის სამხატვრო გალერეაში, შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია ,,ჰანგის“ თავმჯდომარე რუსლან საჯაია და მენეჯერი ანჟელა ხუხუა პროექტ „სექტორთაშორისი თანამშრომლობა სოციალური სერვისების მიწოდების პროცესში“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერს ლევან კუპრეიშვილს, მერის პირველ მოადგილეს გრიგოლ ბაღათურიას, მერის მოადგილეს კახაბერ კუპრეიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ბადრი კალანდარიშვილს, თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადმინისტრაციულ ერთეულებში შშმ პირთა წინაშე მდგარი პრობლემები, მათი საჭიროებები და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფის საკითხები განიხილეს.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის ერთობლივად შემუშავებას და სენაკის მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი აქტივობების დაგეგმვას.

ხაზგასმით აღინიშნა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ რეგიონალურმა მენეჯერმა თამარ მაღლაკელიძემ კოალიციის განხორციელებულ საქმიანობებზე ისაუბრა.

ასოციაცია ,,ჰანგის“ პროექტი, რომელიც პროგრამის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობა“ ფარგლებში, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი განმახორციელებელი პარტნიორებია - "World vision Georgia", საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტური მმართველობის, ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რაც, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ დონეზე, ძლიერ სამოქალაქო სექტორს აყალიბებს.
 

2019-09-24 - მზადება ,,ეგრისობისთვის"

ამ წუთებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად, ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაულის ჩატარების უზრუნველსაყოფად შექმნილ მუშა ჯგუფს ხვდება.

შეხვედრაზე სახალხო დღესასწაულის მოსამზადებელი სამუშაოების დეტალებს განიხილავენ.

,,ეგრისობა 2019“ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.

#ეგრისობა2019
#აქისტორიაცოცხლდება

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31